house of cards

391 77 20
                                    

                ორქიდეაში დაბრუნება მცდელობიდან მესამე დღეს მოახერხეს. სამარადჟამოდ გაწეილილი სამი ღამის შემდეგ ექიმი შემოვიდა და თქვა, შეგიძლიათ წაიყვანოთო და სანამ პალატიდან გავიდოდნენ, თეჰიონს ყურში ჩასჩურჩულა, უმჯობესი იქნება თუ დააბამთ, იგივე რომ არ გაიმეოროსო. ბიჭს რეაქციაც არ ჰქონია გაგონილზე, მხარზე შემოჭდობილი ხელი გააშვებინა და მიმავალ იუნგის, ჰიჯესა და ჯონგუკს გაჰყვა. 
დერეფნის ყოველი კუნჭული წამლის სუნად ყარდა, უმცროსს არასასიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა. ყოველი ნაბიჯი ყურში ექოდ გაისმოდა.

საფასური იუნგიმ გადაიხადა, სანამ ისინი კართან ელოდნენ. მზად იყვნენ ორქიდეაში დასაბრუნებლად,რომელსაც ორი კვირაა, კლიენტი არ ჰყოლია. 

იქამდე ეტლით იმგზავრეს, სადაც ჯონგუკი არასდროს მჯდარა. უცნაური შეგრძნება ეუფლებოდა ფეხითა და ნავით გადაადგილებას მიჩვეულს, თითქოს ისინი კი არა, მიწა მოძრაობდა. ქუჩაში ხალხი ირეოდა, მაგრამ არ ხმაურობდნენ. მშვიდად დაიარებოდნენ, მაგრამ რაღაც მაინც უშფოთებდა ყოველ მათგანს სულს, მაგრამ თავად მაინც თუ გაეგოთ, რა... 

ორქიდეაში უჩვეულოდ ციოდა, გადასაწმენდ მაგიდებზე მტვრის თხელ ფენას დაედო ბინა. ჩამქრალ შეშის ღუმელში ნახშირი დაგროვებულიყო, აშკარა იყო, კიონჰას ხელი არ ეხლო არაფრისთვის. თეჰიონმა ფეხზე ძლივს მდგარი ჰიჯე ხელში აიტაცა და თავის ოთახში შეიყვანა. იუნგი ერთხანს გაუნძრევლად იდგა, სივრცეს მიშტერებოდა, რაღაც ამოუცნობი ემოცია გაბატონებულიყო მასში, ამას ხედავდა ჯონგუკი, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს. ფერმკრთალიც სწრაფად გამოფხიზლდა, საწუხარი უკუაგდო, ბიჭს ნაძალადევად გაუღიმა და ისიც საწოლ ოთახში შეიყუჟა. 

ჯონგუკს ახლა დარბაზი იმაზე დიდი ეჩვენებოდა, ვიდრე ოდესმე. ჯერ კიდევ კართან იდგა და დაღლილი მიშტერებოდა დახლს. არ იცოდა, რა ელოდა. მათ რა ელოდათ. სულ რამდენიმე დღის წინანდელი ბედნიერება უკვე ზმანებად ეჩვენებოდა, საერთოდ არსებობდა კი ის ფოტო? არსებობდა ეს მომენტები?  არ იცოდა. არაფერი იცოდა. 
ახლა მხოლოდ იმას ხვდებოდა, რომ ყველაფერი იცვლებოდა. აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც ეგონა. საძინებელში შევიდა და სარკეში საკუთარ ანარეკლს დააკვირდა. 

HikaruWhere stories live. Discover now