from my rotting body, flowers shall grow

582 103 11
                                    

-ჯონგუკ.

გრილი სიო ჟღალ თმას უწეწავდა, თითქოს მის ნაზ სხეულს ეცეკვებაო, კაბასაც ურხევდა, რომელიც საგულდაგულოდ შეიკერა ადრე დეიდა მარტასთან. იმ ქალთან, აი, მათი სახლის გადასახვევში რომ ცხოვრობდა ხის ქოხში, გარეთ კი სულ ჰიაცინტების თაიგული ჰქონდა დადებული.
სოფია გულრწფელად უღიმოდა. შეყვითლებული ფოთლები კი ერთ დროს სიმწვანეს მისტიროდნენ, გლოვით სწყდებოდნენ ტოტს და ლივლივით მიექანებოდნენ ნიადაგისაკენ, სადაც გახრწნამდე მოუწევდათ დამალულ ცაზე ცქერა.

-დედა, - ჯონგუკი პასუხობს. მშვიდადაა, როგორც არასდროს. ტალღები აუღელვებლად აწყდება ნაპირს, ის კი თვალს ადევნებს.
-ემოციები არ შეიკავო, ჯონგუკ.
-არ ვიკავებ..
-როგორ არა. ვხედავ ხოლმე, როგორ მუშტავ ხელებს, როცა ტირილი გინდება.
-არ მინდება, - გაუძალიანდა.
-დამპირდი, ჯონგუკ, კარგი? -მისი თვალებიდან არაფერი გამოსჭვიოდა, თუ არა სითბო და სიყვარული, რომელიც თითქოს ღმერთებმა დაანათლეს მას დიდ სილამაზესთან ერთად, ყველა ქალს შურის ცეცხლს რომ უგიზგიზებდა.

მზიანი დღე ბინდმა გადაფარა, კრისტალურად სუფთა ცას წყვდიადი გადაეკრა, როცა ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ნაცვლად, რომელსაც ყოველ ღამე ელოდნენ ხოლმე, ყუმბარებმა დაიწყო ვარდნა. ჯონგუკს ნეკნების გალიაში გამოკეტილი გული სწრაფად უცემდა, ფაიფურისებრი შუბლი ცივმა ოფლმა დანამა.

-დამპირდი, ჯონგუკ, კარგი? - იმეორებდა სოფია. დედა. ქალი. ცოლი.
იმეორებდა გამუდმებით, მონოტონურად და ხმამაღლა. ისე ხმამაღლა, რომ ჯონგუკს ყურები უწუოდა.
-გპირდები! - შეჰყვირა და დიდი, გაუხეშებული ხელები ყურებზე შემოიჭდო. -გპირდები! გპირდები! გპირდები! - თვალები ერთმანეთს მჭიდროდ დააჭირა.

გააჩერეთ, გთხოვთ, ეს სისხლი შეაჩერეთ... ეს კივილი, კვამლი და აგონია... წაიღეთ ყველაფერი და ყვავილები დამაჭერინეთ, გევედრებით!

ქოშინით წამოვარდა ლეიბიდან. ოფლში ცურავდა, სახე  მოიწმინდა და წყვდიადი მოათვალიერა: ბუსანში იყო. ორქიდეა და თეჰიონი. ყველაფერი ახსოვს, მაგრამ სოფია? ახლა უყურებდა, რომ იღიმოდა და მერე ყუმბარა..
თავი გააქნია. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა, თითქოს ნეკნების გამომტვრევასა და გარეთ გამოღწევას ლამობდა. სასოწარკვეთილმა ხელებში ჩარგო თავი და უსმენდა სიჩუმე როგორ უმღეროდა დასამშვიდებელ მელოდიას, მაგრამ ჯონგუკი ისტერიისგან კანკალებდა. ყოველი კვნესა ტკივილისა, ოხვრა, ყვირილი აგონდებოდა, რომელიც ზღვაში შეცურვისას გაიგონა.
მოსვენება დაკარგულმა საბანი გადაიძრო და წამოდგა. სისუსტეს გრძნობდა კიდურებში, თუმცა ამას არ შეუჩერებია და გაოფლილი ხელებით გამოხსნა კარი.

HikaruWhere stories live. Discover now