tell me i'm your midnight muse, feel me in your bones

424 77 25
                                    

            სიყვარული. 

ერთის შეხედვით ნაცნობი სიტყვა და გრნობაა, ამავდროულად კი - უსაშველოდ უცხო. არ ჰგავდა ცაზე აკიაფებული ვარსკვლავების სიმხურვალეს, ქაღალდზე დაცემული მელნის წვეთების ცეკვას, ან იმ წიგნებში აღწერილ გრძნობას, რომელიც ჯონგუკს არ წაუკითხავს, 
მაგრამ მაინც ეცნობოდა ყველაზე მარტივით - გულით. მას ხომ ბევრი ცოდნა არ დასჭირვებია, ან ბევრი მიზეზი, ტრფობის ძაფი რომ გაება ორ დაბნეულ ყმაწვილს შორის. 

უცნაურია მისი შეხებისგან გამოწვეული მუხტები უმცროსის სხეულში, ისევ რომ რჩება, როდესაც უფროსის თითის ბალიშები კანს შორდება. 
უცნაურია ხმის გაგებისგან გამოწვეული ეიფორია, რომელიც სისხლში ადრენალინივით ვრცელდება და გულს უჩქარებს. 

მინდორში იგდნენ ერთმანეთის პირისპირ, ნაცრისფერი ცა დაჰნათოდათ თავზე, ქარი უწეწავდათ თმებსა და ტანსაცმელს. სინანულის გარეშე ატარებდა ბუმბულივით მსუბუქად ნეკა თითს თეჰიონის ბაგეებს და ფიქრობდა: 

რატომ მიყვარხარ?

გამომშრალ ტუჩებზე ცდილობდა ყოველივე იმის წაკითხვას, რაც მასზე ვერ გაეგო და იმის გაგებასაც, რაც თავად აწუხებდა. 

რატომ მიყვარხარ?

რამდენიმე წუთის წინ გადაღებული ფოტო ულივლივებს გონებაში, თვალწინ დაურბის სცენა, თუ როგორ ზიან ერთად მეგობრებივით. ჯონგუკი ხის სკამის საზურგეზე ზის, უკან, და იდაყვს აყრდნობს. იქ ხომ არ ჩანს, რომ გრძნობა არსებობს... არსად არის გულებზე გაბმული ძაფი. ვერ ხედავს, ვერ ეხება... განა ასეთია სიყვარული? 

რატომ მიყვარხარ?

-მიყვარხარ. - ამჯერად ის ასწრებს, თითქოს უკვე დაემახსოვრებინა მის ტუჩებს, რომ ასეა. თეჰიონს ჯონგუკი უყვარს, ეს მისმა მთელმა არსებამ იცის. ჩურჩულებს გაბედულად და გრძელ, ნათალ თითებს დელიკატურად აცურებს უმცროსის წელის გარშემო. 
ამბობს იგი და ჯონგუკი იშლება მის საწუხართან ერთად, კითხვებთა დიდი კლდეები ცეცხლზე გამოკიდებული რკინასავით დნება. 
-ჰა-ნო-ლი, -მარცვლავს იგი მეხსიერების კუნჭულში ნაპოვნ სიტყვას და ნოსტალგია ეღვრება სხეულში. -მამამ მითხრა. - თვალწინ ბენჯამინ ვაგნერის სახე უდგას. -ახლა ცის ქვეშ ვდგავარ... მითხარი, როგორ არის "მიყვარხარ". 

HikaruWhere stories live. Discover now