every flower on your earth withers

522 96 5
                                    

ჯონგუკი მუშაობს.
შესაძლოა იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. მეტს, ვიდრე კიონჰა.
დილას დგება, თავის ძველ ტანსაცმელს იცვამს და საქმეს ეძებს. ადრე თუ ეთაკილებოდა, ახლა ალაგებს კიდეც: იუნგის გახუნებული პერანგი ჯოხზე აქვს წამოცმული და იატაკს წმენდს, ყოველი დღის ბოლოს ნარჩენებს კრეფს, ხანდახან ჭურჭელსაც რეცხავს.
თუმცაღა, ჭურჭლის რეცხვა თეჰიონმა აუკრძალა, რადგან წყალი ყინულივითაა, ჯონგუკის მტევნები კი მარტივად ცივდება. გაურბის საკუთარ გონებას, ვერ იტანს, როცა ფიქრის დროს რჩება.

რომ გაიღვიძა, უკვე საკმაო ხნის გათენებული იყო. თვალების ფშვნეტით წამოდგა და გაიზმორა, მერე კი ისედაც აჩეჩილი თმა კიდევ უფრო აიჩეჩა. მოწესრიგებას დიდი ხანი არ დასჭირვებია - ბამბუკისგან გამოჩორკნილი ჯაგრისით გამოიხეხა კბილები და სახე სწრაფად მოიბანა. სიცივისგან აჟრჟოლებდა.

იუნგი დახლთან იდგა, როგორც ყოველთვის. ჯონგუკი როგორც კი შეამჩნია, ანიშნა, მოდიო.
-არ გშია? - ეკითხება.
-ცოტათი, - უხერხულად იშმუშნება და სკამზე თავსდება. ბიჭი იხრება და ხელსახოცში გახვეული საჭმელი გამოაქვს.
-ეს რა არის?
-ხორცია, - იღიმის იუნგი. - თეჰიონმა მოიტანა გუშინ ღამით. ნაცნობ ფერმერს დაუკლავს ძროხა ქალიშვილის შეძენის აღსანიშნავად და ცოტა გვაჩუქა. ერთი ნაჭერი გადაგინახე.

აქამდე მისთვის მადლობა არასდროს უთქვამს.
ყოველდღე საკუთარ ულუფას უნაწილებდა, მიუხედავად თავდაპირველი უნდობლობისა. ამ წუთამდე არ უგრძვნია აუცილებლობა, ახლა კი თითქოს უნდოდა სცოდნოდა, რომ მადლიერი იყო.

-მადლობა, იუნგი, - სუსტად უღიმის.
-ა, ჰო, ამ.. - დაიბნა. -არაფერია!

-ომის შესახებ ხომ არ გაგიგია რამე? - ეკითხება ცოტა ხნის შემდეგ.
- სადღაც გავიგე... ამერიკელები ივო ჯიმას კუნძულზე არიანო იაპონიაში. ბრძოლა მძვინვარებსო, ამბობენ.
-რა საჭიროა ამდენი სისხლისღვრა..
-ვინ იცის, მეგობარო, ვინ იცის... ჩვენნაირ ღატაკებს რა გაეგებათ, ჰა?! ერთი ის მინდა, თავისუფალ კორეა ვნახო, სხვა არაფერი.
-არ უცდიათ კორეელებს?
-რა?
-გათავისუფლება.

HikaruWhere stories live. Discover now