5.

193 13 2
                                    

     გარეთ მზეა და ცოტა წინწკლავს აი სწორედ ისეთი დღეა რო იტყვიან მზე პირს იბანსო, საკმაოდ კარგ ხასითზე ვარ ტელეფონი გუშინდელიდან ასჯერ შევამოწმე თითქოს და ისე ველოდებოდი მათეს მოეწერა, მარა ვერ გამეგო მიზეზი ასე, რომ აბაზანაში შესვლისას უბრალოდ ბოლოჯერ შევამოწმე და იმედებიც გადამეწურა.
   ამჯერად კაბაში გამოვეწყვე. 

   დაბლა ჩავედი ტოსტი გავიკეთე და ყავაც მივაყოლე, მერე კი უბრალოდ ბუნებაში გადავწყვიტე გავლა, სანამ გავიდოდი მაცივარზე ჩემებს მოკლე წერილი დავუტოვე, ჩანთა ჩვალაგე და წავედი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

   დაბლა ჩავედი ტოსტი გავიკეთე და ყავაც მივაყოლე, მერე კი უბრალოდ ბუნებაში გადავწყვიტე გავლა, სანამ გავიდოდი მაცივარზე ჩემებს მოკლე წერილი დავუტოვე, ჩანთა ჩვალაგე და წავედი.
   გზა გაუკვალავად მიდის წინ მეც მას მივყვები თვალდახუჭული მისთვის მინდობილი, შუაგულ ტყეში კი სადაც მხოლოდ ხეები ჩურჩულებენ მუზებიც საკმაოდ მოდის და მეც წიგნის წერას ვაგრძელებ, თავში ათასგვარი იდეებია რომელსაც ახლა მხოლოდ დალაგება და აწყობა სჭირდება, თან ჩემი თვალები ისევ ტელეფონისკენ გარბოდა თითქოს რაღაცას ელოდებოდა მაგრამ რას..
   მოვრჩი წერას და ახლა უბრალოდ ფეხით გავლა გადავწყვიტე, დიდხანს ვიარე და ბევრიც ვიფიქრე ისევ იმ სიტყვებზე, რომელიც ჩემმა ძმამ მითხრა იქნებ მართლა დრო იყო გეგმის მიხედვით, რომ აღარ მეცხოვრა და უბრალოდ ყველაფერი ბუნრბრივად მომხდარიყო, ვიფიქრე ვცდიდი ერთ დღეს.
   ასე ნელ-ნელა მივაბიჯებდი შუაგულ ტყეში და უცებ ბაჭია დავინახე რა საყვარელი იყო, ფუმფულა და კუსკუსა, ავიყვანე და სახლშიც წამოვიყვანე.
   მივედი თუ არა დედაჩემი გამიგიჟდა პირველ რიგში, რადგან არ უყვარს დიდად ცხოველები სახლში, არც მამას ესიამოვნა დიდად თუმცა არაფერი უთქვამს, ის ერთდერთია რომელიც არასდროს მეწინააღმდეგება არაფერში, პატარაობიდანვე მანებივრებდა, აი ჩემი ძმა კიდე საკმაოდ გიჟია ცხოველების ასე, რომ მაშინვე თავის ოთახში წაიყვანა, ახლა ალბათ იმ კურცქვიტას არც კი მანახებს.
    სახლში არაფერს ვაკეთებდი მომბეზრდა ამიტომ ავაგდე ლაზარე (ჩემი ძმა) და ისევ დაჩაზე ავაყვანინე თავი, რათქმაუნდა ბაჭიაც წავიყვანეთ, მანქანაში დაგვანგრია, ცოტახანში ჩემს სამყაროში გადავფრინდი და მალევე შევხტი.
   - ლილეეე, აქ ხარ თუ მოკვდი?
   - რა გინდა, ხოო ცოცხალი ვარ.
   - რა გჭირს ასჯერ დაგიძახე და ძლივს გამოგაფხიზლე, შეყვარებული ხარ?
    - უიმეეე, რეებს ბოდავ შენ თვითინვე თუ ხვდები, ხო იცი ჩემი ხასიათი არა.
   - კი და ჩემი 10 თითივით რომ გიცნობ და ასეთი არასდროს მინახიხარ მაგიტომაც გეკითხები, ფერია მომისმინე თუ რამე მოხდა უბრალოდ მითხარი ხო იცი მე სულ შენს გვერდით ვარ.
    - არა მართლა არაფერი არ ხდება, ხო იცი შენ არაფერს დაგიმალავ.
   - კაი როგორც გინდა.
  ამის მერე სიჩუმეში გავიდა მთელი დრო და რომ ჩავახწიეთ, კურცქვიტაც გაიქცა რასაცქვია დაჭერობანა ვეთამაშეთ და ბოლოს როგორც იქნა დავიჭირეთ, მერე დედამ და მამაც დარეკეს და გადვწყვიტეთ ამ საღმოს აქ დავრჩებოდით.
   დაბნელდა ჰამაკში ვზივარ ჩემს ძამიკოსთან ერთად და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებთ თან თითოეულ მათგანს სახელებს ვარქმევთ და თავიანთ ისტორიებსაც ვუფუქრებთ, ბავშვობიდანვე მოგვწონდა ამის კეთება ერთად, რადგან  ასე უფრო თითიეული მათგანი განსაკუთრებულია.
  

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Where stories live. Discover now