თავი 15.

100 11 2
                                    

     2 კვირაა სახლიდან გარეთ არ გავსულვარ, არ ვიცი რატომ უბრალოდ არ მინდოდა, მათე აქ მოდიოდა და იმდენად მივეჩვიე მასთან ყოფნას, რომ ამჯერად ჩემი თავის მრცხვენოდა როგორ გავიფიქრე ის საშინელება. დღეს ბიბლიოთეკაში ვაპირებ წასვლას დიდიხანია იქ არ ვყოფილვარ, მერე კი მე და ლაზარე ვაპირებთ დაჩაზე ავიდეთ. 

     ბიბლიოთეკაში შევდივარ და ნელ-ნელა ვხვდები რომ ეს ადგილი იმაზე მეტად მომენატრა ვიდრე მეგონა, ამჯერადაც ჩემს ადგილს ვიკავებ, ლეპტოპს ვიდებ,მერე დავდივარ ისევ იმ თაროებს შორის რომელიც ამდენ საინტერესო ამბავს ინახავს,თავის იდუმალებით მოცულ პერსონაჟებთან ერთად,რომლებსაც ჩევნს ცხოვრებაში იმაზე დიდი ადგილი უკავით ვიდრე წარმოგიდგენით, მომენატრა ძველი წიგნების სუნი და იმის შეგრძნება რომ არსებობს მეორე სამყარო და ამ ქვეყანაზე ადგილი სადაც ის გელოდება,  ყოველი შემთხვევისთვის მე ასე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ შენც დამეთანხმები. 

    დავდივარ სწორედ ამ თაროებს შორის და ვიხსენებ პერიოდს თუ როგორ შევხვდი მათეს და არა მარტო მას, მრავალ სხვა ძველ მეგობარს თუმცა ახლა ისინი აქ აღარ არიან, თან თითოეულ თაროს ხელს ვაყოლებ და თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ, წარმოიდგინეთ რა მაგარი შეგრძნება როცა დგახარ და უყურებ მთელი წიგნებით დატვირთულ ოთახს სადაც კედლებიც კი არ ჩანს მათ ხელში, ამ დროს კი გაიცნობ შენს საყვარელ პერსონაჟს რომელიც ალბათ ისე ძლიერ შეგიყვარდება როგორ არასდროს, ხანდახან მოგინდება უბრალოდ მათ მიბაძო რადგან თვლი რომ სამაგალითონი არიან,ზოგში უბრალოდ შენს თავს აღმოაჩენ და ყოველი ამ წამით გაბედნიერდები, სწორედ ასეთია ჩემთის ბიბლიოთეკა და წიგნები.

     ბიბლიოთეკაში 3 საათს დავაყოვნე, თან დრო ისე გაიპარა ვერც კი შევამჩნიე, ამის მერე კი ლაზარემ გამომიარა და წავედით დაჩაზე, გზაში ცოტა წავიხემსეთ, სახლში მისვლისას კი მოვამზადეთ ცოტა პოპკორნი, netflix-ი და კინოს ჩავუჯექით, რო დასრულდა ცოტახანს ვისაუბრეთ და მოვუყუევი იმის შესახებ თუ რას ვგრძნობდი და როგორ მოვიქეცი, მანაც დამარიგა როგორც ყოველთვის და ჩემი ახლანდელი საქციელი მომიწონა, თან ისიც დაამატა პირველი ჭკვიანური გადაწყვეტილებაა რაც კი ოდესმე მიგიღიაო, ამის მერე კი ცოტა გავერთეთ და ბავშვობა გავიხსენეთ, ამოვატრილეთ ყველაფერი რაც ბავშვობის გვქონდა, ის დასამალებიც ვიპოვეთ სადაც დახუჭობანას დროს დედას და მამას ვემალებოდით და ვერასდროს გვპოულობდა.

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Where stories live. Discover now