10.

121 11 1
                                    

     ახლა თბილისისკენ მივემართებით, ირგვლივ სიჩუმეა, მათე ხმას არ იღებს რაც საკმაოდ მაღიზიანებს, მეც ვცდილობ თვალი ავარიდო და მთელი გზა ფანჯარაში ვიყურები, თან ვფიქრობ რატომ იქცევა ასე, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, ბოლოს სახლშიც მიმიყვანა, შუბლზე ნაზად მაკოცა და მანამ არ წასულა სანამ შიგნი არ შევედი.
      3 საათი გავიდა რაც ჩამოვედით და ჯერ კიდევ არ მოუწერია, ცოტა ვინერვიულე, მერე მე მივწერე და პასუხი დამიბრუნა, რამაც დამამშვიდა ავიღე ლეპტოპი და წიგნის წერა განვაგრძე.
   ცოტახანში რატომღაც ფიქრებში წავედი, მათეს სასწრაფოდ ვთხოვე შეხვდრა.
    მოვემზადე და მას კაფე ლატესთნ შევხვდი, მერე გავისეირნეთ ცოტა ვილაპარაკეთ და მალე მათეს ნაცნობი შეგვხვდა, მაღალი ბიჭი იყო შვაგრემანი, საკმაოდ მუქი თვალებით, მათეს მიესალმა მერე მეც შემამჩნია და სახეზე მოფერება გადაწყვიტა, მაგრამ სახე გვერძე გავწიე მათემ შეამჩნია მაგრამ მოითბინა და ხმა არ ამოიღო, მეორეჯერაც შეეცადა ისევ არ გამოუვიდა, მესამე მცდელობაზე კი მათემ მისკენ მუშტი გააქანა მაგრამ დავაკავე, თუმცა სამაგიეროდ ის ხელი მეთვითონვე მოვტეხე, მერე არასასიამოვნო ადგილასაც მოხვდა და ბოლოს რომ მიხვდა ხელები უნდა დაეოკებინა ცუდ დღეში იყო, ხელი ლაყე კვერცხივით ეკიდა და ქალივით გაჰკიოდა, ალბათ მათე რომ არა ცოცხალიც არ იქნებოდა.
    - მომისმინე, გაითვალისწინე რომ რასაც ერთხელ ვერ გააკეთებ მეორედ აღარ სცადო რადგან ცუდ შედეგამდე მიხვალ, ეგ ხელები კი იმასთნ აფათურე ვისთანაც გამოგივა, ჩემთან კიდე დაიოკე თუ შეიძლება, ჩემთან ეგეთი ქცევა ხუმრობა არ გეგინოს და ისიც არ დაგავიწყდეს რომ ყველა გოგო ისეთი არაა როგორსაც შენ ხვდები, უბრალოდ ეტყობა მხოლოდ მაგათთან გაგდის ეგ საქციელები- დავასრულე სიტყვა მათეს ხელი მოვკიდე და წამივედით.
    - ღმერთო ჩემო ლილე ჩხუბიც გცოდნია, ნელ-ნელა მაოცებ.
    - ხომ, მე ხომ სიურპრიზებით სავსე ვარ.
    - ჩემი მოუსვენარი ხარ შენ.
   მითხრა და ჩამიხუტა მერე კი იქ წავიყვანე სადაც ჯერ არავინ არასდროს მყავდა მიყვანილი.
     ეს საიცარი ადგილი ჩემი ბავშვობის ქოხია, დიდი ხის ძირში.
     - ეს რა ადგილია?
    - ეს ის ადგილია, რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე, ჩემი სიმშვიდის, განსამარტოვებელი ადგილია.
     - ღმერთო რა საუცხოდაა აქაურობა მორთული, საკმაოდ დიდი ფანტაზია გქონია, საიდან ეს ქოხი?
    -  4 წლის ვიყავი მამამ რომ ამიშენა, დიდი ხის ძირში, ამ ხეს რომ ფურცლები აქვს ირგვლივ, უბრალი არაა, აქ ყველა ჩემი ბავშვობის ოცნება და მოგონება მიწერია, შიგნით ქოხში კი ჩემი ბავშვობის ფოტოები მიკიდია, იცი იქ ნინას ფოტოებიცაა წამო დაგათვალიერებინებ, კიდევ ჩემი საყვარელი წიგნებიც დევს.
     მათე შიგნით შემოდის სახეზე საკმაოდ კარგი გამომეტყველება აქვს, მე კი იმდენიხანია აქაურობა არ მინახავს მართლაც მომენატრა, ეს არის ადგილი რომელმაც ჩემზე ყველაფერი იცის... იცის რა მტკივა და რა მიხარია, საკმაოდ კარგი მსმენელია, მუდამ მოგისმენს მანამ სანამ შენ თვითონ არ მოგინდება გაჩუმება, არც არავისთნ გაგცემს და მოგცემს დროს რომ დაფიქრდე ყველაფერზე.
    - ღმერთო რმდენი წიგნებია,რა იყო ქოხია თუ ბიბლიოთეკა.
    - ჰოომ, ბავშობიდანვე ეგ მხარე ჩემი საყვარელი ადგილია.
   - ზღაპრები გყვარებია.
   - ჰომ, მაქედან ჩემი საყვარელი ზღპარი მამაცი იყო და იქნება ყოველთვის, ძალიან მომწონს ყველა პრინცესასგან განსხვავებულია, მუდამ აკეთებს იმას რასაც მიზნად ისახავს და გზიდან არსდროს უხვევს, ორიგინალური და მომხიბლავია, საკმაოდ მამაცი და გამბედავია.
   - შენსავით, აბა ეხლა წიგნებს გადავხედოთ.
    -  აგათა კრისტის ყველა ნაწილი, შერლოკ ჰოლმსის ყველა გამოძიება, რა იყო კრიმინალი ხარ🤣,  დეტექტივის გარდა თუ მოგწონს რამე წიგნი გამირჩეულად?
    - კი, მანდ ბევრი დევს სხვა ჟნრიც რომანებიცაა ერთი-ორი, ჯეინ ოსტინის "სიამაყე და ცრუწმენა",  "გრძნობა და გონება", ასევე თემურ ბაბლუანი "მზე, მთავრე და პურის ყანა", ასევე დევს სათავგადასავლოებიც "ფორთოხლის გოგონა" და სხვა.
    - აჰამ, ძაანაც კარგი.
    - იცი, მათე ეს ერთადერთი ადგილია სადაც არავინ მომიყვანია არსდროს, პირველი ხარ ვინაც ასე მარტივად შემოდგა ჩემს სამყაროში ფეხი და ამ ქოხშიც, სადაც ღამეები მაქვს გატარებული, ამ ადგილას ყვაზე მეტად მიყვარს წიგნის კითხვა და ჩნახატების კეთება, საოცარი ადგილია.
    ამის მერე მათემ მასთნ ახლოს მიმწია და ასე ვიყავით ერთმანეთთან მიკრობილნი სანამ არ ჩეგვეძინა, რომ გავიღვიძეთ გვიანი იყო და იქიდან ეგრევე სახლში წავედით, მათემ კი პირობა მომცა რომ ხვალ სადღაც წამიყვანდა თუმცა სად არ დაუკონკრეტებია.

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Onde histórias criam vida. Descubra agora