8.

180 13 7
                                    

     ახლა იმ გზას ვადგავარ სადაც ის პატარა გოგო ვნახე, მინდა ბლოკნოტი დავუბრუნო, მივდივარ თან მასზე ვფიქრობ, მის გონებამახვილობაზე.
     მივედი  თავის ადგილას აღარ დამხვდა, რა უნდა მექნა ავდექი და ბლოკნოტი იმ ადგილას დავტოვე სადაც იჯდა, თან  შიგნიდან რაღც მჭამდა ვერ გამეგო სწორედ მოვიქეცი თუ არა.
    უცებ უკნიდან ვიღაც მეპარება მოჩვენებასავით, გვერძე ამომიდგა და ხელი მხარზე დამადო.
    - ლილე კარგად ხარ?
  მათე იყო, მისმა დანახვამ ძალიან გამახარა და უნებლიედ ჩავეხუტე, ცოტა არ იყოს გაუკვირდა, თუმცა მერე თვითონაც მომხვია ხელები, 5 წუთი მას ვიყავი მიკრობილი თანაც ისე რომ მის გულისცემას ვგრძნობდი, მერე გავენთავისუფლე მისი მკლავებიდან და სუსხიან დღეს გზა განვაგრძეთ, შემდეგ ვუამბე ყველაფრი რაც მოხდა რა დროსაც ციტატა წარმოსთქვა  "ვგრძნობ, რომ კიდევ ერთ საშინელ დროებას ვეღარ გადავიტანთ" - ვირჯინია ვულფი.
    - ეს ციტატა ვიცი, ფილმი "ის ნათელი წერტილები"-დან, წიგნი უფრო საინტერესოა, თუმცა  ფილმსაც არაუშავდა.
     - ჰომ მეც მასე ვფიქრობ.
    ასე გავაგრძელეთ გზა სიმშვიდეში, მხოლოდ ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით, ამითითაც კმაყოფილები ვიყავით რომ ერთმანეთი გვყავდა, თუმცა არცერთი არაფერს ვაღიარებდით ერთმანეთის წინაშე, მოგვწონდა ერთმანეთთან ყოფნა და იმის გააზრება რომ ერთმანეთი გვყავდა.
     ცოტახანს ასე დავბოდიალობდით ქუჩებში, მერე სახლში მიმაცილა მათემ, შემოვიპატიჟე, მარა არშემოვიდა.
   ახლა ვზივარ ლოგონზე ხელში ლეპტოპით და წიგნის წერას განვაგრძობ, მერე  თავიდან ბოლომდე წავიკითხე და არც სათავგადასავლო, არც დეტექტიური და არც ფანტასტიკა არ იყო იგი უფრო რომანს გავდა ჩემიდან ასეთი საქციელი ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ამ ყველაფრის თავი თავად მათე იყო, სწორედ ის მირევდა გონებას, თითქოს ჩემი ფიქრები მხოლოდ მას ეკუთვნოდა და არ ვიცი როდის და როგორ მაგრამ როგორც ჩანს მან ჩემს სამყაროში შემოაღწია, შემოაღწია ადგილას რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და სადაც შემოღწევა საკმაოდ რთულია,მაგრამ ეს მათემ მოახერხა ესიგი იგი მართლაც წარმოადგენს ჩემთვის რაღაცას.
    ცოტა მოსაღამოვდა და მას ვწერ, ხან რაზე ვსაუბრობთ ხან რაზე, ამჯერად ჩვენი განსახილველი თემა  ციტატები იყო.
    - ლილე, შენი საყვარელი ციტატა რა არის?
     -  "რა მარტივია გეტკინოს რაღაც და რა რთულია უამბო ვინმეს" - შმაგი წიკლაური.
იცი ეს ერთ-ერთი საყვარელი ციტატაა, უბრალოდ მისი შინაარსი მომწონს ძალიან, საკმაოდ ღრმა და რეალურია, შენი?
   - იცი მე საკმაოდ ბევრი საყვარელი ციტატა მაქვს და მათგან ვერცერთს გამოვარჩევ, რადგან ყველა თვისებურია, ყველას თავისი შინაარსი გააჩნია და ყველა თვისებურად განსაკუთრებულია, თუმცა თუ მაინც ამორჩევაზეა საქმე ალბათ "ზომიერების გრძნობა ყველაზე დიდი ნიჭია" - ოტიო იოსელიანს - ავირჩევდი, ერთიშეხედვით უბრალო სიტყვებია და შეიძლება ადამიანების უმეტესობამ ეს ჩათვალოს სწორედ და თქვას რომ სიმართლეა ნუ რათქმაუნდა ისინი მართლაც სწორ არჩევანს აკეთებენ თუმცა ვერ იაზრებენ რატომ, სწორედ ესაა მისი მთვარი აზრიც რომ მას მხოლოდ დადასტურება და თქმა რომ სიმართლეა არაფერია, მისი გააზრება, შინაარსის გამოტანა და პრაქტიკაში გამოყენებაც საჭიროა.
   - იცი საკმაოდ სწორედ მსჯელობ რაც ძალიან მომწონს, მომწონს ურთიერთობა ხალხთან რომლებიც საკმაოდ განვითრებულად და დახვეწილად აზროვნებს, მომწონს მათი სამყარო თითქოს ჩემსას ჰგავს რაც საკმაოდ კომფორტულად მაგრძნობინებს თავს მასთნ ანუ შენთან.
    ამ სიტყვებმა რაც ახლა მე ვთქვი საკმაოდ დამაფიქრა, ალბათ ესაა მიზეზი მისი ასე მარტივად შემოღწევისა ჩემს სამყაროში,  თუმცა ცოტა მეშინია, რომ ამ ყველაფერმა  უბრალოდ ცოტახანს არ გასტანოს და უბრალოდ ჩემი ილუზია იყოს, ეს ფიქრები თავს არ მანებებდა ვერ ამოვიგდე თვიდან, ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო მაგრამ არ გამომდის....
   მეორე დღეს მათეს შევხვდი, მისვლისთანავე ჩმეხუტა არც მე შევეწინააღმდეგე, ცოტახანს ასე ჩუმად დავდიოდით ნამიან ბალახზე ფეხშიშველი და ციტატებით ვთამაშობდით, რა დროსაც მათემ ხელი ჩამკიდა და ნიშნის მოგებით თქვა "ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ცხოვრებაში იმის ცოდნა, რომ ვიღაცას უყვარხარ" - ვიქტორ ჰიუგო. 
   ამ დროს ავწითლდი, შემრცხვა არ ვიცოდი რა მეთქვა, გული სწრაგად მიცემდა, თითქოს ადგილს ვეღარ პოულობდა, არ ყოფნიდა სივრცე, პატარა ეჩვენებოდა და უფრო დიდს ეძებდა, სუნთქვა მეკვროდა და მიხშირდებოდა რა დროსაც ისევ ჩამეხუტა და უბრალოდ დავმშვიდდი, თითქოს სწორედ ის იყო ჩემი წამალი და მხოლოდ მას შეეძლო ჩემი დამშვიდება.
    და როცა თავისი მკლავებიდან განმანთავისუფლა, ისევ განაგრძო საუბარი.
   - ლილე, ყველასგან განსხვავებული ხარ, არ გავხარ სხვა გოგოებს რის გამოც ასე მიზიდავ, მომწონს შენს გვერდით ყოფნა და უბრალოდ მინდა, რომ ჩემთან იყო ჩემს გვერდით და მინდა იცოდე რომ შენს მიმართ ისეთი გრძნობა მაქვს რაც არასდროს არავის მიმართ განმიცდია, ეს უბრალოდ ვერ აგიწერ რაღაცნაირი გრძნობაა, 5 წუთიც რომ ვერ გხედავ უკვე მენატრები, სულ შენთნ მინდა უბრალოდ იცოდე რომ სიგიჟემდე შემიყვარდი. 
    ვისმენ მათეს სიტყვებს მესმის, მაგრამ თითქოს შინაარსი ვერ გამომაქვს უბრალოდ სიტყვები მესმის რომელსაც ვერ ვიაზრებ, რაღაც ასოები თუმცა ბოლო სიტყვა გარკვევით გავიგე
შ ე მ ი ყ ვ ა რ დ ი - რამაც ამაფორიაქა და გამახარა და უნებურად წამოვიყვირე.
    - მეც.
  რის გამოც სასწაულად ბედნიერი ვიყავი, სახლში მისვლისას უბრალოდ დავწექი და ოცნებებში და ისევ ჩმს სამყაროში გადავეშვი.
   

   

  
  
   

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Where stories live. Discover now