თავი 13...

109 10 2
                                    

      წინა ღამეს ძლივს დავიძინე, წამდაუწუმ მათზე მეფიქრებოდა, თუმცა ამჯერად მისი თხოვნა გავითვალისწინე და არ დამირეკავს შუაღამეზე, თუმცა სამაგიეროდ დილას დავურეკე ადრე, მისი ხმის გაგონებაზე დავწყნარდი,ნინას ჯერ კიდევ ეძინა მე რომ გავიღვიძე, რატომღაც არ გამიღვიძებია, წერა მომინდა დიდხანია არ დამიწერია ამიტომაც ლეპტოპი და ჩემი წიგნი ავიღე და ჩემს ქოხში წავედი.                   
   ცოტახანს ტელეფონიც გავთიშე და ჩემს სამყაროში გადავეშვი. ახლა მივხვდი როგორ მენატრებოდა ეს წუთები,მათემ მთლიანად ამირია გონება და დამავიწყა რომ მის გარდა სხვა რაღაცეებიც არსებობს რაც საკმაოდ მიყვარს და რაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ასე,რომ ამჯერად გადავწყვიტე ცოტახანს მაინც დამევიწყებინა ის და ახლა უბრალოდ საკუთარ თავში გავრკვეულიყავი.
   რატომღაც რამოდენიმე წინადადებას დავწერდი მერე კი ვფიქრდებოდი ღირდა თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელება,რადგან ვხვდებოდი, რომ შევიცვალე, ნელ-ნელა სულ სხვა ლილე გავხდი, რაც არ მომწონდა,მე ის ძველი ლილე მერჩივნა, რადგან ვფიქრობ, რომ ის თავისი მიზნებისთის ბოლომდე იბრძოდა და ყველაფერზე ფიქრობდა, არასდროს უხვევდა თავისი გეგმებიდან, თავის სამყარო ქონდა და მოსწონდა,არავის ენდობოდა მარტივად თუმცა ახლა ყველაფერი გადასხვანაირდა,ყველაფერს უკუღმა ვაკეთებ.
  მათესთან თავს მართლა კარგად ვგრძნობ,თითქოს მისით ვსუნქავ, მაგრამ ჩემს სიღრმეში მაინც რაღაც მექაჩება,თავს ცუდად მაგრძნობინებს, გონება მეუბნება რომ ეს ურთიერთობა ფუჭია და უბრალოდ გზიდან ავცდები,თუმცა გულის სხვას მეუბნება, ხშირად გამიგია გამონათქვამი გულს უნდა მიენდოო,თუმცა ახლა ვფიქრობ რომ გონება უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებას იღებს ვიდრე გული,რადგან ეს უბრალოდ გრძნობაა რომელიც,მალე განელდება და შეიძლება სულაც ხვალ ან ზეგ მათეს ჩემთან აღარ მოუნდეს და უბრალოდ ადგეს და წავიდეს, ამით კი დარწმუნებული ვარ გავნადგურდები ვერ გადვიტან და თან აღარც ის ლილე ვიქნები ვინც ადრე ვიყავი.

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Where stories live. Discover now