16.

93 11 2
                                    

    გუშინდელი დღის ემოციებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ, ვერ ვიჯერებ რომ მათემ ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთა და ცოტა არ იყოს ნერვებიც მეშლება ასეთი ზღაპრული დღის მერე ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს, რომ დაუბრუნდება.
    ამ წამს მომწერა ნინამ, მთხოვა დღეს მასთამ დავრჩენილიყავი, სახლში რა უნდა ვაკეთო საქმეც არ მაქვს ასე, რომ წავალ ცოტას გავერთობი მაინც, ამიტომ მთელი დღის გეგმა დავალაგე (ნუ ნახევარი დღის სანამ ნინასთან მივალ) : ჯერ ავდგები, ცოტა ოთახს მივალაგებ, მერე შხაპს მივიღებ ცოტას მოვწესრიგდები, ჩვიცვამ, ყავას დავლევ, ჩანთას ჩავალაგებ და სანამ ნინამდე მივაღწევ, ტაქსში წიგნს დავწერ. ალბათ მაგ პერიოდში მათესთან მისაწერადაც გამოვნახავ დროს.
    ყველაფერი ისე წავიდა როგორც დავგეგმე, ახლა ტაქსში ვზივარ და წიგნს ვწერ, თან მუსიკას ვუსმენ და გარეთაც ჩემი საყვარელი ამინდია რათქმაუნდა წვიმს, რის გამოც ფანჯარას თითქმის თვალს არ ვწყვეტ, ისეთი საოცარია ნაცრისფერი ქალაქი, სწორედ ისეთია ამ ხალხს რომ შეეფერება, ფიქრებში ვარ წასული, გარეთ ხალხს ვაკვირდები მათ მოძრაობას, მანერას ყველა დეტალს აფსოლიტურად, თან აქა-იქ მაღლა ღრუბლებშიც ვიხედები, ვუყურებ როგორ უერთდებიან ისინი ერანეთს და ერთ დროს ქათქათა თეთრი  როგორ გადაიქცევა, მუქ ნაცრისფრად, ვფიქრობ მათზე, როგორი ლაღები იყვნენ ახლა კი თითქოს ვიღაცამ აწყენინაო, სევდისგან განაცრისფრდა და მის გულში რომ ვეღარ დაეტია სიმძიმისგან ტირილი დაიწყო და ცდილობს ამ ცუდი ენერგიისგან დაიცალოს.
    აჰამ მართალი ხარ დიდი წარმოსახვის უნარი მაქვს მაგრამ, მომწონს ვფიქრობ ყველაფრს უფრო ღრმად ვუყურებ და არა ერთი შეხედვით ზერელედ.
     ნინასთან მივედი და მეტი თავისუფლებისთვის პიჟამოები ჩავიცვი, ისიც ამ ფორმაში დამხვდა, თან მთელი დღე სახლიდან გასვლას არ ვაპირებდით, ასე რომ ეს ჩემი საყვარელი სახლის ფორმაა და მეც ასე გამოვეწყვე. ცხელი შოკოლადები გავაკეთე ცოტა ზეფირით და ონლაინში დავიწყეთ ტანსაცმელების თვალიერება, მერე ჩვენს ძველ ფოტოებსაც გადავხედეთ, dance party მოვაწყეთ, ერთმანეთს ამბები მოვიყევით და ბოლოს სამაგიდო თამაშებიც ვითამაშეთ, სადაც წაგებული 3 ჭიქა ალკოჰოლს სვამდა, აქ ორივემ წავაგეთ ერთხელ მე ერთხელ ნინამ და ბოლოს როგორ ჩამეძინა არც კი მახსოვს.
     ჩემგან ცოტა გამიკვირდა ასეთი საქციელი, მაგრამ ბოლოსდაბოლოს საუკეთესო დაქალთან ერთად ამის გაკეთება არც ისე გასაკვირია, მე გაცილებით ადრე გამეღვიძა დილას ვიდრე ნინას და ცოტახანს, აივანზე დავჯექი საქანელაში ყავით ხელში, რათქმაუნდა ფიქრებით გავერთე.
     მათეს გუშინდელიდან არაფერი მოუწერია და ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე არ ეცალა და აღარც მე შევაწუხე, ნინამ მალე გაიღვიძა შუადღემდე ისევ პიჟამოებში ვიყავით მერე გამოვიცვალე და მათეს სანახავად წავედი, სახლში არავინ დამხვდა, სამსახურშიც რომ მივაკითხე არც იქ იყო, ტელეფონი უკვე გამორთული ქონდა და ძალიან შემეშინდა.
    3 საათია მათეს ვეძებ მაგრამ უშედეგოდ მისი ოჯახისწევრებიდან ვერავის ვუკავშირდები, თანამშრომლებმაც არაფერი იციან, გული ცუდს მიგრძნობს, მეშინია, ცრემლები აღარ ჩრდება, ლაზარე ცდილობს დამამშვიდოს მაგრამ უშედეგოდ, ღმერთო არ ვიცი რა ვქნაა, რამე ცუდი ხომ არ შეემთხვა.
   დღეს საღამოს მათეს სმენაა და მივაკითხავ კიდე სამსახურში, ნერვიულობისგან უკვე მუხლები მეკეცება, ერთი სული მაქვს როდის მოვა 7 საათი.
    გზაში ვარ ლაზარეს სახანძროში მივყავარ მაგრამ არ მინდა, მეშინია იქაც რომ არ დამხვდეს რა უნდა ვქნა, ვუახლოვდებით და უფრო ვნერვიულობ, სულ რაღაც 2 წუთში იქ ვიქნებით.....
    მივედი, შენობაში შევდივარ და წინ ვიღაც ბიჭი მხვდება ალბათ მათეს ტოლი იქნება, მეც ვეღარ მოვითბინე და ვკითხე მათეს შესახებ, პასუხის გაგონებაზე უბრალოდ თვალებში დამიბნელდა და ლამის წავიქეცი, ლაზარე რომ არა იატაკზე დავეცემოდი, მათე 2 დღეა სამსახურში არ გამოცხადებულა და ვერ უკავშირდებიან ისინიც, რამე თუ დაემართება შეიძლება ვერ ვიცოცხლო, უბრალოდ ვერ შევძლებ მის გარეშე ცხოვრებას.....
    

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Dove le storie prendono vita. Scoprilo ora