9.

140 11 5
                                    

     დღეს დიდი დღეა, ჩემს დიდიხნის არნახულ მეგობარს უნდა შევხვდე და ძალიან მიხარია, ამიტომაც ადრე ავდექი მოვემზადე და წავედი ადგილას სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, ის დღე არასდროს დამავიწყდება:  ბიბლიოთეკიდან გამოვედი, ისევ მუსიკის ფონზე, უცებ წვიმა დაიწყო რის გამოც თავი შვაფარე იქვე ახლოს მყოფ კაფეს, საკმაოდ მყუდრო გარემო იყო, სკამების მაგივრად საქანელები ეკიდა ზედ პლედებიც იდო ზამთრში, სასიამოვნო იყო ამ ყველაფრის ფონზე იქ ჯდომა და წიგნის წერა, სწორედ ამ დღეს უცებ ნინას შევხვდი, გავიცანით ერთმანეთი, მასაც მოსწონდა წიგნები როგორც ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს გარშემოა, მოგვწონდა ერთად დროის გატარება, ამიტომაც ყოვრლდღე ერთად ხან სად დავდიოდით ხან სად, დღე არ გამოგვრჩებოდა ერთმანეთი რომ არ გვენახა, ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდით და ყოველთვის რაც არ უნდა მომხდარიყო პირველს ერთმანეთს ვაგებინებდით, თუმცა ერთ დღეს მას მოუწია უცხოეთში საცხოვრებლად გადასვლა და 2 წელია არ მინახავს.
     ტაქსში ვზივარ დრო ძალიან ნელა გადის, სინამდვილეში მანქანა მიქრის თუმცა მე მგონია რომ მიზოზინებს, თავს უცნაურად ვგრძნობ, აღელვებული ვარ და ვნერვიულობ ნეტავ კიდევ ისეთი დამხვდება? არ ვიცი, ცოტა მეშინია, მაგრამ რისი არც მე ვიცი, შუქნიშენები ერთმანეთს მოზდევს რაც დროს უფრო წელავს და ჩემს დაძაბულობაზეც მოქმედებს, ნელ-ნელა და ზოზინით ვუახლოვდები დანიშნულების ადგილს და როგორც იქნა მივედი, ნინაც იქ იდგა გარეგნულად არ შეცვლილა დიდად შიგნი შევედით დავიკავეთ ადგილები და დავიწყეთ საუბარი, იმის შესახებ თუ რას ვაკეთებდით ამ ხნის განმალობაში, მერე თვისი მეგობარიც გამაცნო დიდად არ მომეწონა  ისეთი გოგო იყო მხოლოდ ბიჭები რომ აინტერესებდა, ამის მერე დიდხანს არ გავჩერებულვართ ერთმანეთთან და სახლში მალევე დავბრუნდი.
    ახლა უკან ვბრუნდები სახლში და ფიქრებში ვარ გართული, თითქოს დიდად შეცვლილი არაა თუმცა არც ძველი ნინაა, ალბათ უბრალოდ დიდხანს რომ არმინახავს მაგის ბრალია, ამის შემდეგ მათეს დავურეკე და ვთხოვე შემხვედროდა, უხასიათობა რომ შემატყო ხელი დამავლო და მანქანაში ჩამსვა.
    ქალაქიდან გავდივართ, მათეს ჩემი ხელი უჭირავს და თან დაუსრულებელ გზას ადევნებს თვალს, მე მისი ცქერით ვტკბები და არც ვეკითხები სად მივყავარ, თითქოს მნიშვნელობა არ აქვს, ალბათ ქვეყნის დასალიერშიც რომ წამიყვანოს ხმას არ ამოვიღებ, ამის მიზეზი კი ისაა რომ მასთან ვარ, მის გვერდით და სხვა არაფერი მჭირდება, რადგან მათესთან ბედნიერი ვარ, მასთან გატარებული ყოველი წამი ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ალბათ ეს მისი ჩემდამი სითბოს გამოა   "მხოლოდ სითბოს რაოდენობა განსაზღვრავს ადამიანთან ურთერთობის ხანგრძლივობას" -  ჩარლზ ბუკოვსკი.
     მოვედით თქვა მათემ ჯერჯერობით უბრალოდ ტყეა, თუმცა ახლა გზას ფეხით ვაგრძელებთ მათე წინ მიმიძღვება სადღაც 10 წუთი დაგვჭირდა მისასვლელად, რომ ჩვენს წინ ტბა გამოჩნდა, ულამაზესი იყო მუქი ლურჯი ფერის, ცენტრში იდგა და გვერდებზე გადამწვანებული ბუნება ამშვენებდა, ამ ყველაფდრს დიდ ელფერს სძენდა ჩიტების ნაზი ჭიკჭიკი ეს იყო საოცრება ადგილი, ადგილი დაუვიწყარი.
    - აბა მოგწონს?-მა.
    - კი, ღმერთო ჩემო საოცრებააა. - ლილ.
    - ხასიათი გამოგიკეთა აი ასე ძალიან გიხდება ღიმილი.
   - მადლობა-დავიმორცხვე- და ჩავეხუტე.
     ცოტახანს ასე ვიყავი მერე თავი ვეღარ შევიკავე და ყველაფერი მოვუყევი მათეს, ნინას შესახებ, ვუთხარი ყველაფერი როგორი ურთიერთობა გვქონდა და ახლა როგორ შეიცვალა,რომ დავასრულე მათემ გაიცინა და მითხრა.
   - ლიიი, მომისმინე, ადამიანები იცვლებიან იმის მიხედვით რა გარემოში და როგორ ადგილასაც ხვდებიან ან კიდევ უბრალოდ მაშინ ვლინდება მათი რეალური სახე როცა დრო მოდის, მაგაზე არ ინერვიულო, უბრალოდ დაიმახსოვრე "ზოგჯერ ვიღაცის ან რაღაცის უკეთ დასანახად ახლოს მისვლა კი არა შირს წასვლაა საჭირო..." - რამაზ გიგაური- ვფიქრობ ამით პირდაპირ გითხარი სათქმელი და მაგაზე არასდროს იდარდო.
     ამ სიტყვებმა მართლაც მომიყვანა გონზე, ამის მერე უბრალოდ მათესთან გატარებული დროით ვტკბებოდი, ვიჯექი მასთან ერთად თავი მის მუხლებში მედო, ჩემი ცხოვრების ეს მომენტები ზღაპრად მეჩვენებოდა, თუმცა მეშინოდა არ დასრულებულიყო, მსურდა ჩემი ამოსუნთქვის ბოლო წამამდე გაგრძელებულიყო.
     გვიანი იყო სახლისკენ დასაბრუნებელ გზას რომ გავუდექით, ირგვლივ სიბნელე სუფევდა და წინ მიმავალ გზას მხოლოდ მანქანის შუქები ანათებდა, მალე გზად პატარა კოტეჯიც შეგვხვდა და გადავწყვიტეთ, ამაღამ იქ დავრჩენილიყავით, რადგან ორივე გადაღლილები ვიყავით, ლაზარეს დავურეკე ვუთხარი, რომ ამაღამ სახლში არ მივიდოდი და მშობლები გაეფრთხილებინა.
     ოთახში ვზივარ თმა სველი მაქ და ღია ფანჯრიდან შემომგრილა, მათე ბანაობს და უცებ გონზე მოვდივარ, ვინტერესდები თან ჩემი თავის მიკვირს, მათეს უკვე საკმაო ხანია ვიცნობ მასზე კი არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ წიგნები უყვარს, ამიტომ ამჯერად გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი.
     მათე გამოდის და ვემზადები მასთან დასალაპარაკებლად თავში აზრებს ვიყრი როგორ დავიწყო საუბარი და ბოლოს რო დავიღალე ამდენი ფიქრით მაშინვე მივაყარე.
      - მათე, მომისმინე ახლა უნდა ვილაპარაკოთ.
       - რამე მოხდა?
      - კი, მომისმინე, შენ ჩემზე ყველაფერი იცი, მე კი უკვე ამდენიხანია გიცნობ, უკვე მეგობრებზე მეტიც ვართ მე კი შენზე არაფერი ვიცი შენი სახელის გარდა, რაც არ მასვენებს, მინდა გიცნობდე და ჩვენს შორის საიდუმლო არ არსებობდეს.
     - კარგი, თუ მასე გინდა მოგიყვები, მე მათე ვარ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად მამასთან და ჩემს დასთან ერთად, დედამ მიგვატოვა და დღემდე არ ვიცით სადაა, ვმუშაობ სახანძროში და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, არ ვარ მეოცნებე და ვარ რეალისტი, ვერ ვიტან როცა მატყუებენ და მომწონს როცა მენდობიან, მეზიზღება როცა მისმევენ ათას შეკითხვას და პატარა ბავშვივით მექცევიან, არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, მირჩევნია სხვას ვუსმინო და მგონი საკმარისზე მეტი გითხარი, ვფიქრობ ახლა შენი ჯერია რადგან არც მე ვიცი დიდი არაფერი შენზე.
    - კარგი არაა პრობლემა, როგორც იცი მე ლილე ვარ, ვცხოვრობ დედასთან, მამასთან და ჩემს ძასთან ერთად, მიყვარს კითხვა, ხალხის ფსიქოლოგია და საკმაოდ ბევრი ლაპარაკი, ვარ ზედმეტად მიმდობი, ასევე მაქვს ოცნებები თუმცა მათ უფრო მიზნებს ვუწიდებ ვიდრე ოცნებას, მომავალი პროფესია ფსიქოლოგი, არც მე მიყვარს როცა მატყუებენ, ვარ საშინლად ეგოისტი და ეჭვიანი, მგონი მეც დავასრულე.
    - კარგია, ანუ ერთმანეთს გავუგებთ.
   ასე დასრულდა ჩვენი საუბარი და ამის მერე დილამდე ხმა არ ამოგვიღია, მათემ მალე დაიძინა, მე კი არ მეძინებოდა ამიტომაც წიგნის წერა განვაგრძე.

რატომ  მიმატოვე ამ წყეულ სამყაროში?! Место, где живут истории. Откройте их для себя