CF ¹

800 69 20
                                    

"რაა სიკვდილი? -- ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, მანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს." - გოდერძი ჩოხელი.

• ~ •

ჰოსპიტალს ყოველთვის თავისებური სხვადასხვა წამლებით გაჟღენთილი სუნი ასდიოდა. თუ იქ სრულებით შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი იყავი სასტიკად შეგაწუხებდა მძაფრი ესთეტიკური და ამავდროულად წამლის საშინელი სუნი, მაგრამ თავის ლოგინზე წამოგორებულ წითურს ეს საერთოდ არ ადარდებდა. რა თქმა უნდა მას ხომ თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ჰოსპიტალებში გაეტარებინა.

მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ ბიჭს კისტური ფიბროზი ჰქონდა თითქმის ჰოსპიტალში გადმოსახლდა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როდესაც პირველად გამოკვლევაზე წაიყვანეს. ისეთი პატარა იყო, რომ სიცოცხლე სწყუროდა, გარეთ ბავშვებთან ერთად თამაში და გართობა უნდოდა, მაგრამ მისი სასტიკი დაავადება არ აძლევდა საშუალებას ეს ყველაფერი გაეკეთებინა. ისე გახდა სრულწლოვანი, რომ ვერ მოახერხა ცხოვრებით ტკბობა. ვერ მოახერხა ყოველ ზაფხულს თავის მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასულიყო. ეგ კი არა დედასთან და დასთანაც ვერ ატარებდა საკმარის დროს. იჯდა პალატაში და ცხოვრების დინებას მიჰყვებოდა.

კისტური ფიბროზი აგრეთვე ცნობილი როგორც მუკოვისციდოზი -- გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებს, ასევე თირკმელებს, პანკრეასს, ღვიძლსა და ნაწლავების პითელურ უჯრედებს.

CF აუტოსომურ-რეცესიული დაავადებაა, რაც გამოწვეულია კისტური ფიბროზის ტრანსმემბრანული გამტარობის მარეგულირებელი ცილის (CFTR) გენის ორივე ასლში მომხდარი მუტაციით.

CFTR მონაწილეობს ოფლის, საჭმლის მომნელებელი სითხეებისა და ლორწოს წარმოქმნაში. როდესაც CFTR არ ფუნქციონირებს, სეკრეტები (რომლებიც ნორმაში თხელია) სქელდება, ამიტომაც მუტანტური ცილა ვერ უზრუნველყოფს ლორწოს თხევადობის შენარჩუნებას. შესქელებული ლორწოს დაგროვება, ჰაერგამტარი გზების დახშობა და მათი გაწმენდის შემცირება კი იწვევს ინფექციების, ანუ ბაქტერიების განვითარებას. ანთებითი პროცესები იწვევს ფილტვის სტრუქტურულ დაზიანებას... ასევე ტანზე ჩნდებიან სისხლჩაქცევები და ყველა ინფიცირებულს გარკვეული წესების შესრულება ეკისრებათ. მათგან ყველაზე მთვარი წესი კი ის არის, რომ მათი ორ მეტრზე მეტად მიახლოება არ შეიძლება, რადგან შეიძლება ერთმანეთის ბაქტერია გადაედოთ...

My Moon || TK✓Where stories live. Discover now