Yeonjae ⁴

371 58 16
                                    

"აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი." - ჟან დე ლა ბრუიერი.

• ~ •

პალატაში დაბრუნებული თეჰიონი იმდენად იყო გახარებული, რომ მეზობლისთვის რომელიც საწოლზე წამომჯდარიყო და რაღაცას ხატავდა ყურადღება აღარ მიუქცევია.

ჯონგუკი კარის გაღების ხმაზე თავის საქმიანობას მოსწყდა და წითურზე დაკვირვება დაიწყო, რომელმაც თავისი კუთხე შეძლებისდაგვარად მიალაგა და ბედნიერი სახით მიუჯდა მაგიდას, მერე ფოტოაპარატი აიღო და მის საგულდაგულოდ გაწმენდას შეუდგა. შავგვრემანს ცნობისმოყვარეობა კლავდა, მაგრამ ხმა მაინც არ ამოუღია და უბრალოდ უყურებდა მეზობლის პროფილს. ხვდებოდა რომ აშტერდებოდა, მაგრამ თვალის მოცილებაზე მაინც არ ფიქრობდა.

- რას მომაშტერდი? - თავი არც მიუბრუნებია ისე კითხა თეჰიონმა. რა თქმა უნდა ის გრძნობდა მეზობლის მზერას.

- მე მოგაშტერდი? რა სისულელეა, - დამცინავად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და თავი გვერდით ფანჯრისკენ მიატრიალა. ლოყები მოულოდნელად წამოუწითლდა და ამით გაოცებული ფეხზე წამოდგა. წითურს ხმა აღარ გაუცია რადგან იცოდა ამას კამათი მოჰყვებოდა, საამისოდ კი ძალიან კარგ ხასიათზე იყო. შავგვრემანმა ფურცლები და უბრალო ფანქარი მაგიდაზე გადადო და თვალი ისევ მეზობლისკენ გაექცა, რომელიც უკვე ფოტოებს ათვალიერებდა აპარატში, - აქ რა ჯანდაბათ გინდა ეგ ფოტოაპარატი? ეს ხომ ჰოსპიტალია, აქ რა უნდა გადაიღო...

- ეს ფოტოაპარატი იმდენ მოგონებებს იტევს, რომ ვერც კი წარმოიდგენ, - თვალი თავის ერთ-ერთ საყვარელ ფოტოს მოაცილა და ბიჭს გახედა წითურმა, - თავს უკეთ გრძნობ? - კითხა როდესაც დაინახა როგორ დადიოდა აქეთ-იქით საწოლიდან - მაგიდამდე.

- ხომ გითხარი შენს თავს მიხედე - მეთქი? შენი ყურადღება არ მჭირდება, - საქმეს არ შეშვებია ისე უპასუხა მზეობელს შავგვრემანმა.

My Moon || TK✓Where stories live. Discover now