Min Yoongi ³

370 57 14
                                    

"კარგად მოწყობილი გონების პატრონი ადამიანისათვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია" - ჯოან როულინგი.


• ~ •

დილამ ჩვეულად ჩაიარა, ტინამ ისევ შემოგლიჯა დილაუთენია პალატის კარი და თეჰიონს ყურში ჩაჰყვირა გაიღვიძეო, მაგრამ ყველაფერი იგივენაირად არ იყო როგორც ადრე, რადგან ამჯერად გვერდითა ლოგინზე შავგვრემანს ტკბილად ეძინა და ქალი მის გასაღვიძებლად წითურს მალევე შორდება. შავ დიდ ფარდას გვერდით სწევს შემდეგ, რომ რწმუნდება ბიჭები საკმარისად გამოფხიზლდნენ ამბობს საჭმელს მოგიტანენო და პალატას ტოვებს.

- ღმერთო გთხოვ, ერთხელ მაინც გავაგრძელებ ძილს დილით რა იქნება, - წუწუნით წამოჯდა საწოლზე თეჰიონი და ნახევრად მძინარე მეზობელს გახედა რომელიც თვალებდახუჭული წამომჯდარიყო და თმა აბურდოდა. წითურს მისთვის სიტყვა არ უთქვამს ისე გააგრძელა წუწუნი და ბურტყუნი.

- გთხოვ გჩუმდი, - მთქნარებით წამოდგა ფეხზე შავგვრემანი და იქვე სკამზე გადაკიდებულ სპორტულებს დასწვდდა.

- ღმერთო გეფიცები აღარ ვიწუწუნებ დილით გაღვიძებაზე თუ ამ უჟმურს მომაშორებ, - ჭერს ახედა თეჰიონმა.

- ღმერთის არსებობის გწამს? - ჩაიცინა ჯონგუკმა და პიჟამის გახდას შეუდგა. წითურმა კითხვის გაგონებისთანავე მეზობელს ამრეზით გადახედა, მაგრამ რომ დაინახა ბიჭი იხდიდა საწოლიდან წამოხტა და ტინას გაწეული ფარდა ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნა.

- დიახ, ღმერთის მწამს და ამაზე კამათს არ ვაპირებ, - ბიჭმა იმის გააზრებისას, რომ ლოყები ისევ წამოუწითლდა ამოიოხრა და გამოსაცვლელად ისევ საწოლს მიუახლოვდა. შავგვრემანმა ხმა აღარ ამოიღო, ზედმეტად ეზარებოდა ახლა კამათი...

ჯონგუკის მოსვლიდან უკვე ორი დღე გასულიყო, მაგრამ თეჰიონმა მარტო ის იცოდა, რომ მეზობელს ჯონ ჯონგუკი ერქვა, არ უყვარდა ბევრი საუბარი... არა საუბარი საერთოდ არ უყვარდა და ბოლოს იყო საშინლად უჟმური!

My Moon || TK✓Where stories live. Discover now