Foot ⁵

380 57 21
                                    

"ყველაფერი შეიძლება წავართვათ ადამიანს: სიმდიდრე, ნიჭი, სამშობლო, სიცოცხლე და .შ., მაგრამ ვერავინ ვერ წაართმევს სხვას მის სიკვდილს." - ჰაიდეგერი.

• ~ •

თეჰიონი თავის საწოლზე მოკალათებულიყო და დის მოტანილ წიგნს კითხულობდა. მართალია წიგნი ბიჭის საყვარელი ჟანრი - სათავგადასავლო იყო, მაგრამ თეჰიონი გულს ვერ უდებდა რადგან ის უფრო აინტერესებდა რას აკეთებდა მისი მეზობელი ფარდის მეორე მხარეს, რომელიც როგორც ყოველთვის ჩამოფარებული იყო... თითქმის მთელი კვირა გასულიყო რაც ბიჭები მეზობლები იყვნენ, ჯონგუკი კი პალატას არ ტოვებდა და არც ხმას სცემდა წითურს.

ახლაც შავგვრემანი მთელ დღეს პალატაში ატარებდა. თავის საწოლზე იჯდა და ხან რას აკეთებდა ხან რას. ხანდახან შავ ფარდას გახედავდა რომელიც მეზობლისგან ყოფდა, მაგრამ დიდხანს არ აშტერდებოდა და ისევ თავის საქმეს უბრუნდებოდა.

სამარისებური სიჩუმე იდგა. მხოლოდ წიგნის ფურცლების შრიალი ისმოდა, რომ მოულოდნელად მსხვრევის ხმა ბომბის აფეთქებასავით ხმამაღლა გაისმა. შავგვრემანი მოულოდნელ ხმაზე შეხტა, მაგრამ მერე მიხვდა რისი ხმაც იყო და არ შეიმჩნია. წითურმა კბილიები ერთმანეთს ძლიერ დააჭირა, ერთი თავისთვის შეიკურთხა და ჭიქის ნამსხვრევების წამოკრეფვას შეუდგა.

- აიშ ჯანდაბა! - წამოიყვირა უეცრად და იატაკზე საწოლის გვერდით მწარედ დავარდა. მის ყვირილზე დაზაფრული ჯონგუკი კი მაშინვე წამოხტა ლოგინიდან და ფარდა ელვის სისწრაფით გასწია, რომ დაენახა რა მოუვიდა წითურს.

- რა... - პირი გააღო საკითხავად შავგვრემანმა, მაგრამ როგორც კი თვალში ბიჭის გაჭრილი ფეხი მოხვდა მისკენ დაუფიქრებლად დაიძრა.

- მოიცა, რას აკეთებ! - შეჰყვირა იატაკზე მჯდომმა წითუერმა სიმწრით, - ორი მეტრი დაიცავი!

My Moon || TK✓Where stories live. Discover now