Soonmi ⁸

342 62 31
                                    

"ჯობია მოულოდნელად მოკვდე, ვიდრე ცხოვრების ყოველი ეტაპი სიკვდილის მოლოდინში გაატარო." - მაიკლ კრიკტონი.

• ~ •

ღამის ათი საათი იქნებოდა, რომ დაიშალნენ. თავიანთი პალატებისკენ ერთად წავიდნენ. გზაში პატარ-პატარა დიალოგები ჰქონდათ ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ როგორც კი ჯიმინი თავის პალატაში შევიდა და ბიჭებს დაემშვიდობა მდუმარება ჩამოვარდა. თეჰიონს წარბები შეეკრა და წინ ჩაფიქრებული მიაბიჯებდა, ჯონგუკი კი უკან ორ მეტრში მისდევდა. თავი დაეხარა და მის მოძრავ ფეხებს მიშტერებოდა. არ სურდა მეზობლისთვის შეეხედა, რადგან ყოველ ჯერზე მისი უცნაური სიზმარი ახსენდებოდა.

- კარგი! მორჩა... მგონი დროა შენი იდუმალება ცოტახნით დაივიწყო და მომიყვე რა ჯანდაბა ხდება შენს თავს, - უეცრად ჩერდება თეჰიონი და მეზობელს უტრიალდება, რომელიც გააზრებას ვერ ასწრებს ისე ეჯახება მთელი სხეულით ბიჭს. ორივენი ინსტინქტურად ავლებენ ერთმანეთს ხელებს მკლავებში და ბარბაცებენ. ფეხზე მყარად, რომ დგებიან ერთმანეთს გაოცებულები შეჰყურებენ და სასწრაფოდ შორდებიან ორი მეტრზე მეტად დიდ მანძილზე.

- ბოდიში... მე... - ბურდღუნს იწყებს ჯონგუკი, მაგრამ თეჰიონი აწყვეტინებს.

- არა, ჩემი ბრალი იყო, - ხელს მეორე ხელის მკლავზე ივლებს. ზუსტად იმ ადგილას სადაც ჯონგუკს წამის წინ ეკიდა ხელი. შავგვრემანი სიტყვას აღარ ამბობს, თავჩახრილი სწრაფი ნაბიჯებით მიდის პალატასთან და ოთახში უჩინარდება.

ყავისფერთმაინი კიდევ რამდენიმე წამს გაშეშებული დგას. ზედმეტად აჩქარებულ გულისცემას საბოლოოდ აიგნორებს და თვითონაც შედის პალატაში, სადაც შავი ფარდა ჩამოფარებული ხვდება. ამის დანახვაზე გაბრაზებული მიემართება თავისი საწოლისკენ, მაგრამ როგორც კი პირბადეს იხსნის თითქოს ტვინში რაღაც გადაუტრიალესო, ფარდისკენ ბრუნდება და ელვის სისწრაფით სწევს გვერდით.

My Moon || TK✓Where stories live. Discover now