I Will... ⁶

384 61 16
                                    

"ყველა ადამიანს აკისრია სიკვდილის ვალი საკუთარი სიცოცხლის ფასად." - სტივენ კინგი.

• ~ •

წითური მთელი დილა წიგნს კითხულობდა. იმდენად ჩაითრია და დააინტერესა, რომ ჯიმინის ზარს მხოლოდ იმიტომ უპასუხა, რომ ეთქვა "თავი გამანებე ვკითხულობო". იმისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება, როგორ შემოაღო კარი შუადღისას ტინამ და სულ ძალით დაალევინა წამალი. არც ჯონგუკს აქცევდა ყურადღებას იმისდა მიუხედავად, რომ ფარდა ადრინდელივით ჩამოფარებული აღარ იყო და შავგვრემანი დაუფიქრებლად მიშტერებოდა მის პროფილს.

ჯონგუკი ბევრს ფიქრობდა და ცოტას ლაპარაკობდა. პირველად პალატაში, რომ შემოვიდა და ბიჭი დაინახა, მაშინვე იგრძნო რაღაც მიზიდულობა მასთან. იმისდა მიუხედავად, რომ მას ბიჭები არ მოსწონდა თეჰიონი ძალიან სიმპატიური, კეთილი და კარგი ხასიათის პიროვნება იყო.

ერთი მიზეზი იმისა, რომ მეზობელს თავს არიდებდა მისდამი მიზიდულობა იყო, მეორე კი შიში... შიში იმისა, რომ მას დაუახლოვდებოდა... არასდროს ყოფილა წყნარი და სერიოზული. იმისდა მიუხედავად, რომ დაავადებული იყო გართობა და მხიარულება უყვარდა, იუნგის თქმისა არ იყოს ყველაზე მომაბეზრებელი ბავშვი იყო, მაგრამ ინგლისში გატარებული ორი წლის შემდეგ ყველაფერი საშინლად შეცვლილიყო... ახლა აშინებდა მეგობრების შეძენა. არ უნდოდა იმ ხალხისთვის რომელთაც უყვარდათ კიდევ მეტი ადამიანი მიემატებინა...

თეჰიონი უკვე წიგნის ბოლო გვერდებს კითხულობდა, როდესაც პალატის კარი გაიღო და შიგნით უცნობმა ბიჭმა შემოყო თავი. კარის ხმამ მეზობლების ყურადღება მაშინვე მიიპყრო და რა წამსაც შავგვრემანმა უცნობს შეხედა წარბები შეკრა.

- ნამჯუნ ჰიონ? - იკითხა ნამდვილად გაოცებით ჯონგუკმა, - შენ აქ რა გინდა?

My Moon || TK✓Where stories live. Discover now