My Moon ⁹

355 63 23
                                    

"ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ოდესმე იგი შეწყდება." - ფრანც კაფკა.

• ~ •

ერთი დაწყევლი კვირა გავიდა სუნმის გარდაცვალების შემდეგ... დაპანიკებული თეჰიონი ვერ იჯერებდა, რომ ბავშვი მართლა აღარ იყო მანამდე სანამ თავისი თვალებით არ ნახა პატარა გაფითრებული სხეული და ახლა ეს სანახაობა სულ თვალწინ ედგა.

ჯონგუკიც რა თქმა უნდა იქ იყო და ტირილით შეჰყურებდა, როგორ ცდილობდნენ აღრიალებული თეჰიონის მოშორებას ბავშვის სხეულისთვის, რომელსაც დიდი ტკივილით ედგა თავს დედამისი და ნაზად ეფერებოდა.

მთელი ეს კვირა მართლა დაწყევლილი აღმოჩნდა ყველასთვის ვინც სუნმის იცნობდა. თეჰიონი მთელი კვირა არ ინძრეოდა, დღე და ღამე საწოლზე იწვა. ხანდახან ფოტოაპარატს იღებდა და ბავშვის ფოტოებს ათვალიერებდა ხოლმე, შემდეგ კი ისევ ტირილით ემხობოდა ბალიშზე. არავის და აღარაფრის დანახვა აღარ უნდოდა. უბრალოდ ვერ წარმოიდგენდა სიცოცხლეს როცა სუნმი აღარ სუნთქავდა.

არც ჯონგუკი ან ჯიმინი იყვნენ უკეთეს დღეში. გამუდმებით ლოგინზე იჯდნენ ან იწვნენ, პალატას არ ტოვებდნენ, მაგრამ ამის გაძლება ჯონგუკს უფრო უჭირდა, რადგან გამუდმებით მეზობლისკენ გაურბოდა თვალი. იგი ისეთ თეჰიონს ხედავდა, როგორიც აქამდე არასდროს ენახა და მისი ტანჯვა ორმაგად ასევდიანებდა.

ხატავდა, მაგრამ ისეთი ბნელი ნახატები გამოსდიოდა, როგორებიც აქამდე არასდროს დაეხატა. შავებში გამოწყობილ კაცს, ჩონჩხის სახითა და ხელში ცულით. ახლა უფრო ბევრს ფიქრობდა სიკვდილზე და გულდამძიმებული შეჰყურებდა უფროსს.

თეჰიონს რამდენჯერმე ესტუმრნენ. იონჯე, ჯინი და ჰოსოკი ცალ-ცალკე, როგორც კი მოიცლიდნენ მის სანახავად ჰოსპიტალში მიდიოდნენ, მაგრამ არანაირი საშველი არ იყო. ბიჭი უბრალოდ იწვა და ისმენდა ნათესავებისა თუ მეგობრის ტიტინს, ამიტომ ისინიც მალევე მიდიოდნენ ხოლმე.

My Moon || TK✓Where stories live. Discover now