Dream ⁷

397 61 24
                                    

"უკვდავება სიკვდილზე ბევრად უფრო საზარელი რამ არის." - ბენჟამინ ფრანკლინი.

• ~ •

შავგვრემანი როგორც ჩვევად აქვს არც დღეს გადიოდა პალატიდან. თავის საწოლზე მოკალათებულიყო და ხატავდა. წითური კი ისევ გასული იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა სად, მან ხომ საკუთარი სახლივით იცოდა მთელი ჰოსპიტალი. შეიძლებოდა ჯიმინთან ერთად იყო, ან კიდევ უბრალოდ კაფეტერიაში ტკბილეულის საჭმელად, მაგრამ ჯონგუკი მის არყოფნაში მარტოსულობის ძლიერ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა. ცდილობდა ყურადღება ნახატზე გადაეტანა, რომელიც შავ მანტიაში გამოწყობილ კაცს წარმოადგენდა, მაგრამ საბოლოოდ მძაფრი მონატრების გრძნობამ შემოუტია, ფანქარი უგზოუკვლოდ მოისროლა და ჩუმად შეიკურთხა.

- ჯანდაბა... რა მჭირს, - წაიჩურჩულა თავისთვის და ლოგინიდან ჩამოძვრა. თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა, მაგრამ ფეხზე სასწრაფოდ ამოიცვა ბოტასები, ჟანგბადის აპარატი აიღო, მილი ყურებზე სწრაფად გადაიტარა და ზონდის ბოლოები ცხვირის ნესტოებზე მოირგო. კარისკენ აჩქარებით დაიძრა და უკვე სახელურისთვის უნდა ჩაევლო, რომ იგი თავად გაიღო და პირდაპირ ცხვირში მოხვდა.

- აჰ! ჯანდაბა! - ეცადა სიმწრისგან ძალიან ხმამაღლა არ წამოყვირა. ხელი მაშინვე ცხვირზე წაივლო და უკან რამდენიმე ნაბიჯით დაიხია.

- ღმერთო ჩემო ჯონგუკ, - შეწუხებულმა წითურმა წამში დახურა კარი და არც კი დაფიქრებულა ისე მიუახლოვდა ბიჭს, - ძალიან გეტკინა? სისხლი ხომ არ მოგდის? - ხელები შავგვრემანისას ჩაავლო და ქვევით ჩამოაწევინა, რომ სახეზე შეეხედა. ჯონგუკი მეზობლის შეხებამ გამოაშტერა. ეს ხომ თეჰიონი იყო, რომელიც ყოველთვის იცავდა მთავარ წესს: ორი მეტრით შორს სხვა დაავადებულისგან.

My Moon || TK✓Where stories live. Discover now