Roommate ²

407 67 17
                                    

"როგორც კარგად გატარებულ დღეს მოაქვს ბედნიერი ძილი, ასევე კარგად გატარებული ცხოვრებაა ბედნიერი სიკვდილის მომტანი." - ლეონარდო დავინჩი.

• ~ •

პალატაში მაღალი და გამხდარი სილუეტი შემოვიდა. ბიჭი სულ მთლად შავებში გამოწყობილიყო და სახეზეც შავი პირპადე გაეკეთებინა. ხელში დიდი ჩემოდანი ეჭირა და უემოციოდ გაჩერებულიყო შემოსასვლელში. სახე საერთოდ არ უჩანდა, თავზე კაპიუშონი წამოეხურებინა და შავი თმები წინ ისე ჩამოჰყროდა, რომ იქიდან ძლივსღა მოუჩანდა ლამაზი ყავისფერი თვალები. მალევე ბიჭს უკან ექიმი შემოჰყვა და თავის საწოლზე წამომჯდარ გაკვირვებულ წითურს შეხედა.

- გამარჯობა თეჰიონ, - ღიმილით მიესალმა ქალი ბიჭს.

- საღამო მშვიდობისა? - კითხვასავით გაიჟღერა ბიჭის ხმამ ოთახში.

- მოკლედ თეჰიონ შენთვის ახალი ამბავი მაქვს, ამიერიდან ამხელა პალატაში მარტო ყოფნა აღარ მოგიწევს, - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქალი, - ეს ჯონ ჯონგუკია და ის შენი მეზობელი იქნება... მინდა ორივეს გითხრათ, რომ ეს ამბავი დიდად არავის უხარია და მართალია ამ მდგომარეობას ყველანი დიდხანს ვარიდებდით თავს, მაგრამ საბოლოოდ მოგვიწია ეს გაგვეკეთებინა... ფარდა რომელიც თქვენს საწოლებს ერთმანეთისგან ფარავს შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ, მაგრამ იმედი მაქვს დამეგობრდებით ისევე როგორც შენ და ჯიმინი თეჰიონ, - ღიმილით უყურებს წითურს ექიმი, - ხო და რაც მთავარია...

- არ ვუახლოვდებით ერთმანეთს ორი მეტრის მანძილზე. დიახ დარწმუნებული ვარ ეს მშვენივრად ვიცით ექიმო ლი, - თავს თანხმობის ნიშნად უქნევს თეჰიონი.

- ძალიან კარგი, - კმაყოფილი იღიმის ქალი, - კარგად მოთავსდი ჯონგუკ, - მხარზე ხელს უთათუნებს ბიჭს, შავგვრემანი კი ნელა უქნევს თავს თანხმობის ნიშნად, - კარგი ბიჭებო მაშინ მე დაგტოვებთ, - ამასღა ამბობს ექიმი და პალატას ტოვებს. თეჰიონი ზის და რამდენიმე წამს ახლად გაცნობილ ბიჭს ჩუმად უმზერს. ჯონგუკი კი პალატას ათვალიერებს. წითურს უცბად ახსენდება, რომ ხელში კამერა უჭირავს ამიტომ სწრაფად სწევს ზემოთ და შავგვრემანს ფოტოს ისე უღებს, რომ ბიჭი ვერაფერს ხვდება.

My Moon || TK✓Where stories live. Discover now