შესავალი

1.3K 136 11
                                    

285

______

პირველი თოვლი უკვე დიდი ხნის გადაღებული იყო, სამხრეთი ზეგნის სასტუმროში ზარის ხმა რომ გაისმა. ღამე იყო და გარეთ მხოლოდ ცივი ქარი ღმუოდა. ქარს გორებად მიჰქონდა გამომშრალი თოვლი და სასტუმროს დასავლეთით აქუჩებდა. მეპატრონე ჩაფიქრებული სახით დაჰყურებდა სხვენიდან თოვლს, რომელსაც პირველი სართულის ფანჯრები სანახევროდ დაეფარა. ქარი თუ ასე გაგრძელდებოდა, შეიძლება მინებიც კი ჩაემტვრია თოვლის სიმძიმეს.

ტელეფონის ზარზე მამაკაცი სხვენის ფანჯარას მოსცილდა და მიხურა. ხის ჩარჩომ მძიმედ გაიჭრიალა, სანამ ბოლომდე ჩაჯდებოდა ბუდეში. გარედან შემოსული სუსხი წამებში შეჩერდა. სხვენიდან ჩამავალმა კაცმა მაშინვე იგრძნო, რა სასიამოვნოდ თბილოდა შენობაში.

აქ, სამხრეთ ზეგანზე, სასტუმროს მეპატრონე ერთადერთი ადამიანი იყო. გარეული ფრინველებითა და ცხოველებით გარშემორტყმულ შენობაში თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდა, მაგრამ არა ახლა. როგორც წესი, ზამთარში სასტუმროში არავინ მოდიოდა, რადგან უახლოესი ქალაქიდან აქ მოსასვლელად 30 კილომეტრის გავლა მაინც იყო საჭირო. ნახევარ გზას სპეციალურად ზეგნისთვის განკუთვნილი ჯიპებით გამოდიოდნენ, მაგრამ დანარჩენი ფეხით იყო სავალი. 2 მთის, 1 უღელტეხილისა და ციცაბო კლდეების გადავლის შემდეგ, რომელის ნაპირებიც არამყარი ქვებით იყო სავსე, რის გამოც ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლებოდა სასიკვდილო აღმოჩენილიყო, სტუმარი სასტუმროს მოადგებოდა. აქ მას დასვენება და დაძინება შეეძლო. შემდეგ კი, ძალებაღდგენილი აგრძელებდა გზას უკიდურესი სამხრეთისაკენ. სასტუმროდან 7 კილომეტრის შემდეგ საზღვარი იყო. მეპატრონეს ბევრი სტუმარი უნახავს საზღვრისკენ მიმავალი, მაგრამ იქიდან დაბრუნებული - არავინ.

სწორედ სამხრეთიდან, საზღვრიდან მოემართებოდა მისკენ ზამთრის სტუმარი. ალბათ უკვე ახლოს იყო სასტუმროსთან. როდესაც მეპატრონემ სხვენის ფანჯარა მიხურა და შეტრიალდა, გარეთ მდგარი, თოვლით დაფარული მამაკაცი შეირხა და ნანახისგან დაბნეულმა რამდენჯერმა აახამხამა ფიფქებით დაფარული წამწამები. ნათლად გაარჩია, შუქანთებულ ფანჯარაში როგორ გაიელვა ვიღაცის ცეცხლივით წითელმა თმამ, შემდეგ კი სიბნელეში ჩაიძირა.

_____

P. S. მის გამო, რომ ეს არის ფენტეზის ჟანრის ტრილოგიის, "მეფის მკვლელის ქრონიკის" ფანფიქცია, პერსონაჟებს ცოტა ზებუნებრივი შესაძლებლობები ექნებათ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ.

მოქმედება ხდება თანამედროვე, ტექნოლოგიების ეპოქაში, თუმცა ადგილმდებარეობები და ქვეყნების საზღვრები პირობითია, არ იქნება ნახსენები არცერთი გეოგრაფიული წერტილი. იმედია, მსგავსი ბუნდოვანება და წიგნის ფიქცია არ შეგაშინებთ. ❤️️

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now