41. გატეხვა.

2.5K 166 225
                                    

დავოუტება და აზრის დაფიქსირება არ დაგავიწყდეთ კომენტარებში <3




დიდი ხნის წინ არსებობდა კავშირი, რომლის წამოწყებაც ყველანაირად დაუშვებელი იყო, უფრო უარესი კი მისი გაწყვეტა.

ყველაფერი საიდან დაიწყო? არც კი იცოდა, უბრალოდ სულ არსებობდა, რამდენად ძნელიც არ უნდა ყოფილიყო ამაში დარწმუნება.

შემოდგომის თბილი საღამო, იმაზე გასაოცრად თბილი ვიდრე სეულის ქუჩებია მიჩვეული წელიწადის ამ დროს, როდესაც ზამთარი მალე კარს მოუკაკუნებთ. მზემ გამოსათხოვებლად კიდევ ერთხელ ლამაზად გადმოჰხედათ ზემოდან, რომ საბოლოოდ დაექნია ხელი და ეთქვა რომ დიდი ხნით მის არსებობას ვეღარ იგრძნობდნენ. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ჰაერში, ისეთი რომელსაც ზოგი ადამიანი მაგიურს უწოდებს ხოლმე, თითქოს ამინდის ბრალი იყო, მოზღვავებული ემოციები და ამოუხსნელი სიყვარულის გრძნობა.

ბიჭი თავაწეული მიაბიჯებდა ვიწრო ქუჩაში, ეს უბანი როგორც ყოველთვის წყნარი და მყუდრო იყო. მხოლოდ აქა-იქიდან თუ გაიგებდა ბავშვების ჟრიამულს რომლებიც ერთ ბურთს დასდევდნენ. ოდნავ დაძაბულმა გაუღიმა მზეს, ნუთუ ერთ უბრალო მიამიტურ გრძნობებს ასე შეეძლო მისნაირი ადამიანის შეცვლა?
გარშემო რასაც უყურებდა ახლა ყველაფერი საამურად ეჩვენებოდა, მცირე დეტალებიც კი, ბავშვები რომლის ხმაურიც ყოველთვის აღიზიანებდა, თბილი მზე რომლის სილამაზეს აქამდე ვერც ამჩნევდა, ირგვლივ გამეფებული უცნაური სიტკბოთი დატვირთული ჰაერი რომელიც თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაში მის ფილტვებში ვერ აღწევდა, ერთმა პატარა ანგელოზმა გაგუდვისაგან გადაარჩინა, ცხოვრებას მეორედ მოავლინა მაგრამ იმ შეგრძნებებით რა შეგრძნებებსაც სახელსაც კი ვერც უძებნიდა, თუმცა მოსწონდა, თანაც ძალიან.

ბიჭმა იგრძნო როგორ დაჰქაჩეს უკნიდან მაისურზე, არც კი მიბრუნებულა, უბრალოდ გაჩერდა და სახე კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით მიუშვირა ცას, უკვე იცოდა ეს ვინც იქნებოდა, ბიჭი ხომ სწორედ ამ საამური მზესავით მუდამ თან დაჰყვებოდა, ყველგან სადაც არ უნდა წასულიყო, ის აქ იყო.

shut the fuck upWhere stories live. Discover now