31. ახალი სახლი

1.7K 164 227
                                    



საავადმყოფოს პალატაში მოგროვილი ხალხი სულგანაბული ელოდა რაღაცას, ყველა ერთი მიმართულებით იყურებოდა,  ისეთი აღტაცებული და მოუთმენელი  სახეებით თითქოს წუთი წუთზე სასწაული უნდა მომხდარიყო.

ბიჭი საწოლზე არაკომფორტულად იჯდა, თითქოს გრძნობდა როგორ მისჩერებოდა ყველა მას და ეს კიდევ უფრო ანერვიულებდა.
ის დღე იყო როდესაც მისი ცხოვრება ან სამუდამოდ განადგურდებოდა, ან რადიკალურად შეიცვლებოდა.

პაკ ჯიმინმა თითები ძლიერად მოუჭირა საბანს როდესაც თავზე ხელების შეხება იგრძნო. სახვევებს უკვე ორი თვეა ატარებდა,  საშინლად გააწამა მაგრამ ღირდა, ამისთვის ყველაფერს მოითმენდა და აიტანდა. თვლიდა კიდეც რომ უკვე საკმარისი საზღაური გადაიხადა ამ მომენტისთვის.
ცამეტი წელი.
წყვდიადში ზუსტად ცამეტი წელი გაატარა.

ყველაზე მეტად მაინც იუნგი ნერვიულობდა, ის ჰოსოკისა და ჯიუნის შუაში იყო გაჩხერილი, გული ისე უცემდა ალბათ სხვებსაც ესმოდათ. ჯერ არაფერი მომხდარა მაგრამ მას უკვე ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი, დაჟინებით უყურებდა თავის ძმას, ღმერთს შესთხოვდა რომ ყველაფერი გამოსულიყო, მეორედ იგივე სიტუაციას ვეღარ გადაიტანდა.
თუმცა გულში დიდ იმედებს არ იტოვებდა, ეგონა თუ უარესისთვის იქნებოდა მზად ყველაფერი უფრო კარგად წავიდოდა, და ამის იმედიც ჰქონდა.

ჯიმინის ექიმმა თქვა რომ სარისკო იყო, ოპერაციაზე მხოლოდ სულელი თუ დათახმდებოდა.

" შესაძლებელია, მაგრამ შანსები ორმოცდაათი ორმოცდაათზეა," - გაახსენდა იუნგის ექიმის სიტყვები.
" შეიძლება ამით ყველაფერი გავაფუჭოთ, ჯიმინის სხეულმა ნიშანი მოგვცა ოპერაციისთვის, როგორც იცით ბოლო კვირებია სუსტ სინათლეს ხედავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ოპერაცია კარგად ჩაივლის, ბიჭმა შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს მხედველობა და გვერდითი ეფექტები დაემატოს, შეიძლება ტვინიც კი დაუზიანდეს და მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას, ამ ოპერაციაზე მხოლოდ სულელი თუ დათანხმდება, კარგად დაფიქრდით სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ."

shut the fuck upWhere stories live. Discover now