2.საცოდავი ბრმა ბიჭი

1.8K 218 78
                                    

Jungkook's  pov

დასისხლიანებული ხელები ჰაერში გავაქნიე და ტკივილისაგან მოვიმანჭე,ამ ნაბიჭვრებისთვის ჭკუის სწავლებაში ჩემი თავიც დავიზიანე, ნუთუ ღირდა ამად?

უცნობი ბიჭის პატარა სხეული იატაკზე იყო მოკუნტული, ორივე ხელი  ფეხებზე ჰქონდა შემოხვეული და მუხლებში სახეჩაფლული წინ და უკან  ირწეოდა,თან გაურკვევლად ბურდღუნებდა.

-რას ამბობს?

-მგონი გიჟია.

-აქ არის მისი ჯოხი...-ჯექსონმა იატაკიდან შავი ნივთი აიღო და ჩემი მიმართულებით ისროლა,მოხერხებულად დავიჭირე და ხელში შევათამაშე.

ამ სიტყვების გაგონებაზე ბიჭმა თავი აწია, ყავისფერ თვალებს აქეთ-იქით აცრემლებული აცეცებდა, ცხვირპირი სრულიად სისხლით ჰქონდა მოსვრილი.

-მოდი აქ ჯუჯავ...- ვუბრძანე მაგრამ თვითონვე მივუახლოვდი.

ჩემ ამ ქმედებაზე რამოდენიმე მოსწავლემ ჩაიცინა,სახეზე მეც ირონიული ღიმილი გადამეკრა.

ბიჭმა ხელები გააცეცა და გვერდით მდგომი მოსწავლის ფეხებს ჩაეჭიდა რომ წამოდგომა შესძლებოდა, ცოტაც და ადგებოდა კიდეც მაგრამ მოსწავლემ უკან დაიხია და იგი ისევ ძირს დაენარცხა.
უჩვეულო სცენას უემოციოდ ვუყურებდი, რატომ იყო ეს ბრმა ბიჭი ასეთი უსუსური?

როდესაც დანარჩენებმა სიცილი დაიწყეს ბიჭის მოუხერხებლობაზე მეც ინსტიქტურად ავყევი, შიგნიდან თითქოს რაღაც მღრღნიდა და მაწუხებდა მაგრამ დამცინავ გამომამეტყველებას არ ვიცილებდი სახიდან.

-ჩშშშ! - საჩვენებელი თითის აქნევით ყველა გავაჩუმე, შემდეგ კი ბრბოს თვალი მოვავლე რათა დავრწმუნებულიყავი რომ ყველა ყურადღებით მისმენდა.
-რანაირად იქცევით?-ხელები დრამატულად გავშალე და ხმაში ოდნავი უკმაყოფილება ჩავაქსოვე -ნუთუ ვერ ხედავთ? ბიჭი უნარშეზღუდულია.

ჩემი სიტყვების შემდეგ თავდახრილმა ჯუჯამ თავი ასწია და პირდაპირ თვალებში შემომხედა. ადგილზე გავიყინე, როგორ შეეძლო? ბრმა არარის?
გაურკვეველი უსიამოვნო შეგრძნება უფრო გაიზარდა, ვუყურებდი ძირს მჯდარი ბიჭის დაბინდულ თვალებს და ვერ ვიჯერებდი როგორ იდეალურად მიყურებდნენ პირდაპირ მე. მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა, თითქოს გონზე მოეგოო ისევ თვალების უგზოუკვლოდ ცეცება დაიწყო დაისი საცოდაობის დანახვაზე ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, რას ვაკეთებდი? რა ჯანდაბა ხდებოდა საერთოდ?
როდესაც ნამჯუნი მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამკრა საფირმო დამცინავი სახე დავიბრუნე.

shut the fuck upWhere stories live. Discover now