7.თეთრი მანდილი

2.3K 196 39
                                    

Yoongi's pov

მას შემდეგ რაც თეჰიონს ჩაეძინა ოთახიდან გამოვედი და სამზარეულოში ჩავედი, მაცივრიდან პიცა გამოვიღე და ღუმელში შევდე გასათბობად შემდეგ კი მობილურს დავხედე.
- როგორც იქნა. - წამოვიძახე როდესაც შეტყობინება წავიკითხე.
მაშინვე ნომერს დავაჭირე თითი და მობილური ყურთან მივიტანე.
- გისმენთ? - მეორე ზარზე მიპასუხა ახალგაზრდა ბიჭის ხმამ.
- გამარჯობა. მე პაკ იუნგი ვარ.
- აჰ გამარჯობა ბატონო იუნგი! - გამაწყვეტინა ხმამ სანამ ლაპარაკს გავაგრძელებდი, თითქოს ჩემს ზარს მოუთმენლად ელოდაო. - ჩემი ძმისგან გავიგე რომ სანდო ადამიანი გჭირდებათ ჩვენს სკოლაში.
- დიახ. მე მჭირდება ისეთი ადამიანი ვინც ყურადღებას მიაქცევს ჩემს უმცროს ძმას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ნებისმიერ ინფორმაციას მომაწვდის მასთან დაკავშირებით. უმჯობესი იქნება თუ...
- რას იტყვით თუ ეს ადამიანი მისივე კლასელი იქნება? - კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა ლაპარაკი.
- ეს პირდაპირ ის იქნება რაც მე მჭირდება.
ეს ბიჭი ზედმეტად მოლაპარაკე და ჭორიკანა ჩანდა.
- მაშინ თქვენ სწორ მისამართზე მოხვდით ბატონო პაკ იუნგი, მე სწორედაც რომ ჯიმინის კლასელი ვარ.
- მართლა? ძალიან კარგი. - ვუთხარი უემოციოდა და პიცა ღუმელიდან გამოვიღე.
ზედმეტს ხომ არ ვაკეთებდი? მაგრამ მე ამ ადამიანს ჯიმინთან დამეგობრებას არ ვთხოვდი უბრალოდ მინდოდა ინფორმაცია მოეწოდებინა რა ხდება სკოლაში მის გარშემო.
- ფასზე შევთანხმდეთ? ვფიქრობ კვირაში...
- ამაზე შენ ძმასთან ვილაპარაკე ბატონო...
- ჰოსოკ. ბატონი ჯანგ ჰოსოკი თქვენო უდიდესულობავ...
თვალები გადავატრიალე, ზუსტად მისი ძმისნაირი იყო ეს ჰოსოკიც.
- მოკლედ მინდა რომ... - პიცა ჩავკბიჩე და ნელა განვაგრძე საუბარი. - ყოველ დღე სკოლის დამთავრების შემდეგ დამირეკო და მითხრა რა მოხდა ჯიმინის გარშემო იმ დღეს, უმნიშვნელო დეტალიც რომ იყოს მაინც, ის ზედმეტად სენსიტიურია და შეიძლება ისეთი რაღაც ეწყინოს რაც სხვებმა ვერც კი შეამჩნიონ.
- ოჰ დამიჯერეთ ჯიმინი თავს კარგად გრძნობს სკოლაში. - ჩაიცინა. - განსაკუთრებით კი აბაზ... თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ ის კარგად არის.
- მიხარია ამის გაგება. - უბრალოდ ვუპასუხე და პიცას კიდევ ერთხელ ვუკბიჩე. - შეგიძლია ამ ნომერზე დამიკავშირდე.
- კარგით ბოს. ხვალმდე.
ამრეზით გავთიშე ტელეფონი. შეიძლებოდა გამაღიზიანებელი იყო მაგრამ სწორედ ეს მჭირდებოდა, ჯიმინის კლასელი რომელიც ზედმეტად ჭორიკანა იყო.
ჩემი მდივანის ნომერი ავკრიფე და ხმამაღალზე ჩავრთე.
- გისმენთ ბატონო იუნგი.
- ახალი სავარძელი მჭირდება. ამაღამვე...

shut the fuck upWhere stories live. Discover now