22. ეჭვიანობა.

2.2K 178 27
                                    

Jungkook's pov

ნაპირთან მდგარი სილუეტი შევნიშნე რომელიც გამალებული იქნევდა ხელებს. სველი თმა შუბლსუკან გადავიწიე და ირგვლივ მიმოვიხედე, წყალში ჩემთან ახლოს სხვა არავინ დაცურავდა.

უკმაყოფილოდ გამოვცურე უკან და როდესაც ნაპირს მივუახლოვდი ნელი სიარულით განვაგრძე გზა.
თეჰიონი იყო, უცნაურად მიღიმოდა.

- აიღე. - პირსახოცი მომაწოდა.

- რა ხდება? - ვკითხე ცოტათი გაღიზიანებულმა რომ წყალში ყოფნა არ დამაცადა.

- სოკჯინს უნდა რომ ყველა შევიკრიბოთ. - მხრები აიჩეჩა.

სახე გავიმშრალე და უინტერესოდ ავედევნე უკან. თუ კიმ სოკჯინი მორალის ლექციის წაკითხვას აპირებდა ეს საშინლად გამოუვიდოდა. ის პირველი იყო ვინც მოსწავლეებს დალევის უფლება მისცა. ნამჯუნთან ცდუნებას თუ ვერ გაუძლო ამას კიდევ გავუგებდი, მაგრამ იდიოტები უსაფრთხო ადგილას მაინც წასულიყვნენ თუ ერთმანეთის მოფერება უნდოდათ, პირდაპირ დერეფანში გამართეს სცენები როგორც ჰოსოკმა თქვა.

- ჯიმინი?

თეჰიონის შეკითხვაზე თავი ავწიე და პირსახოცი სახიდან მოვიშორე.

- ძინავს. - ჩურჩულით ვუპასუხე.

შუა დღე იყო როდესაც გამომეღვიძა. ჯიმინს შეწუხებული სახით ეძინა ჩემს მკერდზე, თითქოს კოშმარს ნახულობდა. ძვლივს გავინთავისუფლე თავი მისი მარწუხებისგან რომ საცურაოდ გამოვსულიყავი.
გონების გაწმენდა მჭირდებოდა.
პირველ რიგში იმიტომ რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ჯიმინთან ზედმეტი მომივიდა, ამას ვხვდებოდი და მის შეწუხებულ და დაქანცულ სახეზეც კარგად ვამჩნევდი, თუმცა მაინც არ გავჩერებულვარ. ეს ერთი დიდი ნაბიჭვრობა, ხმას თუ აღარ გამცემდა არც დავადანაშაულებდი რამეში.
ჩემი ერთი ნაწილი კი ფიქრობდა რომ წუხანდელი ღამე შეცდომა იყო, ჯიმინს არ უნდა გავკარებოდი და არ დამენგრია ის ბარიერი რომელსაც მთელი ეს დღეები ტანჯვით ვაშენებდი. ვფიქრობდი ყველაფერს სიმთვრალეს შევაწერ და ვეტყვი რომ საღ გონებაზე არ ვიყავითქო, მაგრამ ამის შემდეგ დანაშაულის გრძნობა უფრო გამიმძაფრდებოდა, გამოვიდოდა რომ ჯიმინი გავჟიმე და მივატოვე.

shut the fuck upWhere stories live. Discover now