23. ჭკუიდან გადასული

1.9K 175 108
                                    


Jimin's pov

ჯონგუკი არა მარტო ვახშამზე, არამედ მთელი ღამით გაუჩინარდა.

ჩემმა ყვირილმა მთელი სახლი ყირაზე დააყენა როდესაც გავიგე რომ აღარსად ჩანდა. არავის ზარს პასუხობდა, და თვალითაც არავის დაუნახავს რადგან ყველა მაგიდასთან ვისხედით, ამ დროს კი ის ლაჩრულად გაიპარა. კიდევ ერთხელ დაარღვია პირობა რომ "ცოტა ხანში მოვიდოდა", და სადღაც აორთქლდა.

გამწარებულს პირველივე ვინც თავში მომივიდა რათქმაუნდა დო მინჯი იყო, ჯონგუკი მასთან ლაპარაკის შემდეგ უცნაურად იქცეოდა და საეჭვოდ მხიარული ჩანდა. მაგრამ გოგო მთელი ეს დრო მაგიდასთან იჯდა, და როდესაც გაშმაგებული მივვარდი ჩემი არც ერთი კითხვისთვის უპასუხია ნორმალურად, თეჰიონმა გამომათრია როდესაც გამწარებულს გონება დამებინდა და ყელში ორივე ხელი ძლიერად წავუჭირე.

"შენი შეყვარებული არაა?" - დამცინავად მკითხა მინჯიმ. - " მე რატომ მეკითხები სად წავიდა?"

იყო კი ჯონგუკი ჩემი შეყვარებული?
საერთოდ ოდნავი გრძნობა მაინც ჰქონდა ჩემდამი?
ის კი არ გაიქცა, გამეპარა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

შეიძლება მე ვისულელებდი თავს. ვაჯერებდი რომ ჯონგუკს ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა, სინამდვილეში კი მხოლოდ სექსი უნდოდა. და როდესაც მიიღო ახლა ფეხებზე ვეკიდე, ყურადღებას ოდნავადაც აღარ მაქცევდა და ისე ბუნებრივად იქცეოდა თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს ჩვენ შორის, და არანაირი პასუხისმგებლობა არ ჰქონოდა.

სახლიდან გასვლის უფლება არ მომცეს. რომ წავსულიყავი მაინც უძლური ვიქნებოდი, სად უნდა მეძებნა ჯონგუკი როდესაც სიარულიც კი არ შემეძლო ნორმალურად და ვერაფერს ვხედავდი?
მაგრამ ერთ ადგილას გაჩერება მაინც არ შემეძლო. ვერ ვისვენებდი, და გამწარებული ხელებს ფრჩხილებით ვიკაწრავდი.
ჰოსოკი და თეჰიონი ყველგან ეძებდნენ ჩემს მაგივრად, მაგრამ მისი კვალი არსად ჩანდა, მობილურიც ოთახში ჰქონდა დატოვებული.

shut the fuck upWhere stories live. Discover now