17. ჯეჯუს კუნძული

2K 191 105
                                    




Jimin's pov

ვიღაცის ჩურჩულმა და გაბრაზებულმა ხმამ გამომაღვიძა, თვალები იქამდე გავახილე სანამ ნორმალურად გამოვფხიზლდებოდი, გაშტერებულმა დავამთქნარე და ვიგრძენი ძლიერი მკლავები ჩემს გარშემო. ცხვირით შევისუნთქე სასიამოვნო სურნელი, გუშინდელი ღამის დეტალები ნელ-ნელა, მაგრამ ცხადად ჩნდებოდნენ ჩემს გონებაში. ნახევრად მძინარე უკვე გაღიმებას ვაპირებდი როდესაც უცხო ბიჭის ჩახრინწული ხმა გაისმა.

ვიცანი ეს ხმა? შეიძლება.
თვალები გავახილე და დაბნეულმა კიდევ ერთხელ დავამთქნარე. ჩემს გვერდით მწოლიარე ბიჭის სხეულს ავეკარი, ტანის ქვედა ნაწილში უსიამოვნო ტკივილს ვგრძნობდი, ერთი ადგილი ძლიერად მეწვოდა.

უცხო ხმის გაგონებაზე გავირინდე მაგრამ თავი ჩვეულებრივად დავიჭირე, ან რა უნდა მექნა? გაგიჟებული წამოვმხტარიყავი?
სწორედ მაშინ იყო ჰოსოკმა რომ დაიჩურჩულა თეჰიონი და იუნგი მოვიდნენო. ერთდროულად გახარებამ და შიშმა შემომიტია.
რას იტყოდა ჩემი ძმა ბიჭთან მწოლიარეს რომ დამინახავდა?

- ჯიმინ მათ მუნჯი ჯონი....

ჰოსოკს მკაცრად გავხედე და ვაიძულე სიტყვა გაეწყვიტა, ამას მეც კარგად ვხვდებოდი რომ არ უნდა ენახათ, იდიოტი კი არ ვიყავი.

ძლიერ მკლავებს დავუსხლტი რომლებმაც ამის საშუალება თვითონვე მომცეს, საბნიდან გამოვძვერი და დაჭყანული წამოვდექი ფეხზე.

- სააბაზანოში შედი. - ვუბრძანე ჯერ კიდევ საწოლში მწოლიარე ბიჭს. - ჰოსოკ, შენ მისი ნივთები ნახე და მოაშორე.

სანამ ორივე ჩემს სიტყვებს ასრულებდა დრო ვიხელთე და ოდნავ წელში მოხრილმა ხელი კუდუსუნზე დავიდე, განძრევას ვერ ვბედავდი, ფეხზე დგომაც თუ ასეთი საზარელი იყო სიარული საერთოდ რა იქნებოდა, ეს ბიჭი მკლავდა?

არ წარმომედგინა თუ ბიჭთან სექსი ასეთი მტკივნეული იყო, მეგონა გავუმკლავდებოდი, უსიამოვნო გრძნობა გამივლიდა და სიამოვნებას მივიღებდი მაგრამ ასე არ მოხდა, ამის მაგივრად პირიქით უფრო გაძლიერდა ტკივილი და მეც ვეღარ ავიტანე.

shut the fuck upWhere stories live. Discover now