30. დასაწყისი.

1.6K 147 133
                                    


~ jungkook's pov ~

ჩემსკენ ზურგით იჯდა, შიშველი სხეული თითქოს უბრწყინავდა, ქათქათა და უნაკლო იყო, ხერხემალზე საჩვენებელი თითი გადავუსვი სანამ ის თავისი გადმობრუნებული მაისურის გასწორებით იყო გართული.
ჩემს შეხებაზე თითქოს გააკანკალა, მაისურს წამით თითები შეუშვა და მატერიაც მის გადაჯვარედინებულ მუხლებზე დაეცა, ზურგსუკნიდან გადმომხედა, თვალები სადღაც სიცარიელეში ჰქონდა მიპყრობილი, ვერ მხედავდა მაგრამ თითქოს ხვდებოდა რომ მისი სახის დანახვა მინდოდა ამიტომ უფლებას მაძლევდა.

- ლამაზი ხარ. - დავიჩურჩულე.

ყველაზე მიმზიდველად სწორედ ამ მომენტში მეჩვენებოდა, ტანსაცმლის გარეშე, მაშინ როდესაც მზად იყო ჩემი მთლიანად მიღებისთვის, მაგრამ მაშინ არა სექსუალური, ან სიმპატიური, არამედ თვალისწარმტაცად ლამაზი იყო.

გაიღიმა, თვალები ძლიერად დახუჭა, შემდეგ კი ისევ მაისურს მიუბრუნდა, ვგრძნობდი რაღაც აწუხებდა. დარწმუნებული ვიყავი რომ არ მიტკენია, ამიტომ ეს რაღაც სხვა იყო, რის თქმასაც ჯერ ვერ ბედავდა.

არ მესიამოვნა როდესაც მისი სხეული დაიფარა, მაგრამ მაინც მივეცი უფლება ჩემი მაისური დამოუკიდებლად ჩაეცვა.
შემობრუნდა, ჩემს კალთაში თავისუფლად ამოცოცდა, პატარა კნუტივით რომელიც სითბოს ეძებდა.

- მინდა დაგინახო. - თქვა გაშტერებულმა, ჩემი სახე იპოვნა და თბილი ხელები ლოყებზე მომაკრო.

თვალები დავხუჭე რამოდენიმე წამით, თითქოს ძილიც მომერია, სასიამოვნო იყო მის ხელებში მოქცეული ჩემი სახე.
შემდეგ როგორც სჩვევია თითებით დაიწყო ყველა ნაკვთის გამოკვლელა, წარბებშეჭმუხნული ტუჩს ოდნავ შეწუხებული იკვნეტდა, თითქოს რაღაცის ამოხსნას ცდილობდა მაგრამ არ გამოსდიოდა.

- ვერ ვხვდები. - თქვა რამოდენიმე წუთის შემდეგ. - ვიცი რომ სიმპატიური ხარ, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ გამოიყურები.

shut the fuck upWhere stories live. Discover now