35. უბედური დამთხვევები.

2.1K 167 146
                                    

( ბიჭო ანუ ტვინი შემიღუნეს ამ მკითხველებმა რა კაროჩე გაატრაკეს საქმე ამას წავშლი მერე არნახონ)
~~~

ხალხის ბრბოში გაჩხერილი ჯიმინი ფეხისწვერებზე იწეოდა და თავგამოდებით ცდილობდა ირგვლივ მიმოეხედა რომ დაენახა ის ნაცნობი სახე რომელსაც რამოდენიმე წამის წინ მოჰკრა თვალი, ვერც კი ხვდებოდა ვინ იყო, მაგრამ იცოდა რომ ეს ადამიანი მისთვის ნაცნობი იყო და უნდოდა კიდევ ერთხელ შეეხედა, ვერ იხსენებდა, უკვე სახეც აღარ ახსოვდა, ალკოჰოლისგან გაბრუებულს ტვინი ნორმალურად არ უმუშავებდა, რამდენადაც მაღლა არ უნდა აწეულიყო პატარა ბიჭი ვერ სწვდებოდა მის ირგვლივ შემოხვეული ხალხის მკლავებს, მუსიკა ისევ ხმამაღალი იყო, სინათლე შემაწუხებელი და თავბრუდამხვევი, სხეული სასმლისგან სასიამოვნოდ ჰქონდა დაბუჟებული, გაიღიმა და ვიღაც მის უკან მდგომს მიეყრდნო, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ დაინახა, შეეძლო ჯანდაბაშიც წასულიყო, ჯიმინი აქ გასართობად მოვიდა და არა ვიღაცის მოსაძებნად ან სანახავად.
ისეთი ადამიანის რომელსაც ვერც კი იცნობდა.

~~~

როგორც მოელოდა, ჰოსოკი სახლში მეორე დღესაც არ დაბრუნებულა, ამიტომაც ჯიმინი იმ ღამით თემინის ბინაში გადაბარგდა, გაუფრთხილებლად მივიდა და კარზე ისე დაუწყო ბრახუნი თითქოს მოგზაურობიდან შინ ბრუნდებოდა.
შავთმიანმა ბიჭმა კარი გაღიზიანებული სახით გაუღო, მაგრამ დაინახა თუა რა ზღურბლზე მდგარი შეფუთნული ჯიმინი პატარა ჩანთით ხელში, სახე მაშინვე მოულბა და ტკბილად გაიღიმა.

- პატარავ? - იკითხა გახარებული და ამავდროულად გაოცებული ხმით, ჯიმინი გაუფრთხილებლად არასდროს მოსულა ამიტომ ეს ვიზიტი სასიამოვნოდ მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის.

ბიჭს პასუხი არ გაუცია, ჩანთა შესასვლელშივე მიაგდო და შიგნით შესული ჯერ კიდევ გაოცებულ თემინს მოეხვია. პირველ რიგში იმიტომ რომ გარეთ საშინლად ციოდა, მას კი ყველაზე მეტად სიცივე ეჯავრებოდა, თან მოენატრა კიდეც თემინი, თითქმის ერთი კვირა ნანახი არ ჰყავდა და ისინი თითქოს ნაჩხუბრებიც კი იყვნენ, ერთმანეთს ნორმალურად არ ელაპარაკებოდნენ, ყოველ შემთხვევაში ჯიმინი მაინც გაბუტული ბავშვივით იქცეოდა, ახლა კი ეს შერიგების საღამო იყო, რომელსაც არაფრის გარეშე ვერ დაასრულებდნენ.

shut the fuck upWhere stories live. Discover now