12.საუკეთესო სიამოვნება

2.3K 192 85
                                    



Hoseok's pov

გაოცებული სახით გადავხედე ჯონგუკს, მას რატომღაც ოდნავადაც არ შესცვლია გამომეტყველება, ჯიმინს ახლა თითქოს უფრო გაბრაზებული უყურებდა.
- რას ამბობ ჯიმინ. - ჩემი ზურგიდან ძლივს მოვიცილე და ნორმალურად შევბრუნდი. - ჯონგუკს აქ რაუნდა? უკვე რაღაცეები გეჩვენება?
- არვიცი. - საწყალი ხმით თქვა.
ჯონგუკი ჯიმინს ზურგიდან მიუახლოვდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შემოჰხვია თავისი მკლავები.
ჯიმინი თავიდან ადგილზე გაშეშდა. შემდეგ კი სახე მოულბა, ჯონგუკის ხლართებში მისკენ შებრუნდა და მანაც ხელები მოჰხვია.
გაოცებული ვუყურებდი სანახაობას, მეგონა ერთმანეთს დაჭამდნენ ამის მაგივრად კი ჯიმინი მის მკლავებში დადნა?
სკოლის ცუდი ბიჭი ჯონგუკი ახლა სრულიად მშვიდი და ოდნავ გაღიმებული სახითაც კი იდგა, ეს არ იყო ბოროტი ღიმილი რომელიც მას სჩვევია, უფრო სითბოთი და... სიყვარულით? ნუთუ აქამდე შეტოპეს?
ჩახუტებულები უკვე ნანახი მყავდნენ და პირველი შოკი გამოვლილი მქონდა მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო.
ჯიმინი თითისწვერებზე აიწია შემდეგ კი ფეხები მთლიანად შემოჰხვია ჯონგუკს წელზე და ბიჭმაც მის მკლავებში კომფორტულად მოკალათების უფლება მისცა, ხელები ბარძაყებზე შემოაჭიდო და მაღლა ასწია.
ჯონგუკი ახლა უკვე ნამდვილად იღიმოდა, ისე რომ თეთრი ქათქათა კბილები მოუჩანდა.
იმ მომენტში სერიოზული ბიჭი ნამდვილ ბაჭიად გადაიქცა.

ღმერთო, უფლება მაქვს ჩემს თვალებს დავუჯერო?

სიმართლე რომ ვთქვა თავიდანვე ვიყავი გაოცებული როგორ ვერ ხვდებოდა ჯიმინი რომ ჯონგუკი იყო ის ვისაც მუნჯ ჯონს ეძახდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა რამე მეგონა, იქნებ კარგადაც ხვდებოდა რომ ჯონგუკი იყო მაგრამ თვითონვე არ იღებდა ხმას?

- მეც აქ ვარ. - წამოვიძახე როდესაც ჯონგუკმა ცხვირი ჯიმინის კისერში ჩარგო.

ყურადღება არცერთს არ მოუქცევია, ჯიმინის სლუკუნი მომესმა. გაოცებულმა ვჭყიტე თვალები, მეგონა ჯონგუკის მოსვლა გაამხიარულებდა ამის მაგივრად კი ტირილი დაიწყო.
- მენატრებოდი. - ამოისლუკუნა. - რატომ აღარ მოხვედი ჩემთან?

shut the fuck upWhere stories live. Discover now