🖤

149 11 0
                                    

ორი დღე საუკუნედ მომეჩვენა როგორც იქნა გამოვახწიე საავადმყოფოდან დედას ჩემი დანახვა არ სურდა ასერომ ბინაში წავედი .. სახლში შევედი თუ არა მაშინვე მიშო გამახსენდა ჩვენი პირველი დილა ერთად.. და ისევ ტირილი დავიწყე მაგრამ შემდეგ გამახსენდა რომ ჩემთვის და ჩემი პატარასთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა ასერომ ვცადე თავი ხელში ამეყვანა მაგრამ ძალიან განადგურებული ვიყავი .

დღეები უფერულად გადიოდა სახლში მარტო ვიყავი და არავის დანახვა არ მსურდა მაგრამ აი დადგა ის დღე რომელიც ასე მძულდა მიშოსთან საბოლოოდ გამომშვიდობების დღე.. პირდაპირ სასაფლაოზე მივედი მიახლოება არ მსურდა მაგრამ იკამ დამინახა თუარა მაშინვე წინ გამიძღვა.. მიშოს დედა განადგურებული იყო ტირილისგან თვალები ჩავარდნოდა და ჩასწითლებოდა .. ვუყურებდი როგორ დასტიროდა მის ერთადერთ ვაჟს და თავს ვერ ვიკავებდი მეც მას ავყევი და ტირილი მოვრთე.. მან გულში ჩამიკრა რაც ძალზე გამიკვირდა..
დიდხანს მომიწია ლოდინი როდის გაიკრიფებოდნენ ყველა.. ბოლოს ჩემ სიყვარულს მეც გამოვემშვიდობე

-ჩემო ერთადერთო იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს მე შენ ძალიან მიყვარხარ!

ამ სიტყვებზე საშინლად ავტირდი რადგან ვიცოდი მას ვეღარასდროს ვერ ვნახავდი სანამ ცოცხალი ვიყავი!

შემდეგ უკან გამოვბრუნდი... მივდიოდი მაგრამ მასთან მინდოდა დარჩენა ... სასაფლაოდან გამოსულს ირაკლი შემეჩეხა.

-რამე ხომარ დაგველია?

-ბოდიში დღეს ვერ დავლევ ახლა მხოლოდ სახლში წასვლა და ჩემ თავთან განმარტოვება მსურს

-კარგი თუ დაგჭირდები იცოდე შენს გვერდით მიგულე როგორც შენი საკუთარი ძმა !

-მადლობა ირაკლი

ირაკლის გადავეხვიე და შემდეგ მანქანისკენ გავწიე..გზად მამამ დამირეკა და მათთან გავლა მთხოვა ალბათ დიდი ეკატერინე კომპრომისზე წავიდა! მე ამის თავი ნამდვილად არ მქონდა მაგრამ უარი ვერ ვუთხარ ..

Selfish Where stories live. Discover now