კახეთი😨

225 14 12
                                    

ხელის მოშორებას რომ შევეცადე მან უარესად მიმიკრა გულზე გული საშინლად ამიძგერდა გადატრიალება ვცადე და თან გულში ვიმეორებდი "ნეტავ ტანზე მაინც მეცვეს ტანსაცმელი ოღონდ შიშველი არ ვიყო " მაგრამ ტყუილად ლოგინში მხოლოდ საცვლების ამარა ვიწექი.. ჩემს გვერდით მყოფი უცნობი კი წელს ზემოდან იყო შიშველი ... ჯანდაბა მე რა გათიშულ მთვრალს ვიღაც უცნობთან სექსი მქონდა??!
დიდი წვალების შემდეგ თავი გავითავისუფლე და ჩემს ძირზე დაყრილ ტანსაცმელს ვეცი სასწრაფო წესით ამოვიცვი და შემდეგ ისევ იმ "უცნობისკენ" შევტრიალდი რომელიც მოურიდებლად მიყურებდა ...
უეცრად შევკრთი ,შემდეგ მთელი ჩემი გამბედაობა მოვიკრიბე და დავუსვი ის კითხვა რომლისაც ასე მეშინოდა...

-ჩვენ ხომარ?... ანუ რამე ხომარ გვქონია?

-დილამშვიდობისა უცნობო....
მე მიშო მქვია სასიამოვნოა შენი გაცნობა....არა სამწუხაროდ გუშინ არაფერი გვქონია მაგრამ შეგვიძლია დღეს გამოვასწოროთ...

ლოგინიდან გამომწვევად წამოდგა და ფთხილი ნაბიჯებით მომიახლოვდა ახლოდან უფრო სიმპატიური იყო ზუსტად ისეთი მწვანე თვალები ჰქონდა როგორც ეკას..მაგრამ თმა მუქი ყავისფერი . პირველივე შეხედვით ეტყობოდა რომ არც ისე დიდი ასაკის იქნებოდა...

-არა გმადლობთ არაფრის გამოსწორებას არ ვაპირებ პირიქით ძალიანაც კარგი თუ არაფერი მომხდარა!

შვებით ამოვისუნთქე ..

-ასე სერიოზულად რატომ მესაუბრები? გუშინ ერთი სული გქონდა ლოგინამდე როდის მივიდოდით...

ისევ ის ვნებიანი და დამპლური ღიმილი ამ ღიმილმა გუშინდელი ამბები გამახსენა როგორ ვკერავდი მთელი ჩემი მონდომებით ამ ვაჟბატონს და როგორ გავუშვი ირაკლი ვიღაც გოგოსთან ერთად ღმერთო ირაკლი?
ტელეფონის ძებნას შევუდექი ისე რომ მისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.. ირაკლის ნომერი ავკრიფე და სასწრაფოდ გადავურეკე..ორი ზარის შემდეგ როგორც იქნა მიპასუხა ბატონმა მუცელი საშინლად მეწვოდა და მიზეზიც მალე გავიხსენე ახალი ტატუ!!

Selfish Where stories live. Discover now