😮

142 11 12
                                    

კარადა რომ გამოვაღე ბლექ ველვეტის ორი გაუხსნელი ბოთლი მედო ... მიშოს საყვარელი სასმელი.. ამის გახსენებაზე უნებლიედ ავქვითინდი.. ტირილს რომ მოვრჩი ბოთლი და ჭიქები მაგიდასთან მოვიტანე , შემდეგ მისაყოლებლებიც და ბოლოს მეგობრებს მეც შევუერთდი...

-აბა ამ ჭიქით მინდა ჩემი პატარა მომავალი ნათლული და მისი დედიკო დავლოცო!

გამოაცხადა დემემ..

-მეც შემოგიერთდები ამ სადღეგძელოში ,იანა დაგლოცავთ ღმერთმა მშვიდობით მოავლინოს ჩვენი ნათლული ქვეყანაზე!

მიაყოლა იკამ

-ანუ მე არ მეკითხებით ხომ მინდა თუ არა ჩემი შვილის ნათლიები რომ იყოთ?

-მოიცა არ გინდა?

გაიკვირვა დემემ..

რაზეც გულიანად ავკისკისდი..

-კი რათქმაუნდა უბრალოდ შენი სახის დანახვა მინდოდა როგორ გაიკვირვებდი ამ სიტყვაციას..

-რა ბოროტი ხარრ!!

-მადლობა დემე

კარგა ხანი ასე ვიჯექი და ვუყურებდი ჩემს მეგობრებს როგორ წუწუნებდნენ ჩემს წასვლის გამო და მიხაროდა რომ მათ მოვენატრებოდი...

***
როგორც იქნა ყველა გავაცილე სახლში და დავრწმუნდი რომ კარგად იყვნენ ...შემდეგ ლოგინში მოვკალათდი გადაღლილობისგან მალევე ჩამეძინა...

დილით კარზე ზარის ხმამ გამომაღვიძა საათს რომ დავხედე ჯერ 8ხდებოდა ..

-რა ხდება ამ დილა ადრიან?

კარის გასაღებათ გავემართე თან თვალებს ვიფშვნეტდი ..

-მარიამ?

კარის მიხურვა დავაპირე მაგრამ ის მთელი ძალით შემომივარდა სახლში ლამის კედელს მიმანარცხა..

-აქ რას აკეთებ?!

-შენთან საუბარი მინდა სანამ წახვალ..

-და ასე უნდა შემოვარდნილიყავი სახლში?

-სხვანაირად არ მომისმენდი...

Selfish Where stories live. Discover now