❤️

145 7 9
                                    



დილით რომ გავიღვიძე ბატონი ალექსანდრე არსად ჩანდა , სპორტულები ჩავიცვი და სავარჯიშოდ წავედი თან სულ იმაზე ვღელავდი რომ არავის მოვეტაცე ეს შიშები უკვე გამაგიჟებს ყოველი შავი ჩაბურული მანქანის დანახვისას კანკალი მიპყრობს თითქოს ფერს და მარკას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს თუ მოტაცება უნდათ წითელი მანქანითაც მშვენივრად მომიტაცებენ..

ამ ფიქრებში გართული შევედი სამზარეულოში

-დილამშვიდობის გოგოებოო
ღიმილით მივესალმე მომსახურე პერსონალს

-დილამშვიდობის ქალბატონო იანა რა მოგართვათ?

-თქვენ არ შეწუხდეთ მე თვითონ წყალი მინდა ავიღებ და ხელს აღარ შეგიშლით..

უსიტყვოდ დამეთანხმნენ , მაცივრიდან ჩემი წყალი გამოვიღე და ოთახისკენ გავეშურე იმედი მქონდა ახლა მაინც იქნებოდა ბატონი ალექსანდრე სახლში .. მაგრამ სულ ტყუილად მისი უმეტესობა ტანისამოსი გამქრალი იყო მხოლოდ წერილი დამხვდა..

" მივლინებაში მომიწია წასვლა მამაჩემთან ერთად არვიცი რამდენი ხანი მომიწევს იქ ყოფნა თავს მიხედე რაიმე სისულელე არ გააკეთო"

ტელეფონი ავიღე და მასთან დარეკვა ვცადე გათიშული ჰქონდა ..

-არადა დღეს მისთვის ყველაფრის მოყოლა მსურდა იმედი მქონდა რომ დამეხმარებოდა იანა ისევ მარტო დარჩი...

სააბაზანოში შევედი შხაპის მიღება გადავწყვიტე უნდა დავფიქრდე რა გავაკეთო არც მამაა სახლში ალექსანდრეც წავიდა ვის უნდა ვუთხრა ჩემს თავს რაც ხდება ვერავის ვეტყვი არ მინდა საფთხეში ჩავაგდო ჩემი მეგობრები ასერომ სჯობს ჩუმად ვიყო ...

სააბაზანოდან რომ გამოვედი უკვე საუზმის დრო იყო სასწრაფოდ გადავიცვი და ქვემოთ გავიქეცი ნანას არ უყვარს საუზმეზე რომ აგვიანებენ ..

-დილამშვიდობის ნანა დეი.. ბოდიში დედა

უხერხულად მოვიქექე თავი ადვილი არ ყოფილა სხვა ქალისთვის დედის დაძახება ..

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 22, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Selfish Where stories live. Discover now