🌪

119 11 4
                                    

-ისე კაბა როგორ გაიხადე?

-ჯერ მითხარი იქირავე თუ იყიდე?

-ვიყიდე..

- მაშინ ტანზე შემოვიხიე ღილები ახლაც ძირს ყრია.. 

ჩუმად ჩავიცინე

-იმდენად ამაყი ხარ რომ ჩემთვის დაძახებას და თხოვნას გერჩივნა კაბა დაგეხია?

- კი!

-ძალიან უჟმური ხარ ეს იცი?

-ვიცი!

საუბარი აღარ გაუგრძელებია მეც მალევე ჩამეძინა..

*****
თვალებს ვახელ და ვხედავ ალექსანდრეს რომელსაც ჩვილი ბავშვივით უცოდველად სძინავს ჩემზე იმდენადაა მოწებებული განძრევას ვერ ვახერხებ არ მინდა მიძინებული დრაკონის გაღვიძება ასერომ თვალებს ვხუჭავ და ველი როდის გაიღვიძებს ... ათ წუთიანი ლოდინის შემდეგ კარზე კაკუნის ხმა მომესმა მან რა შემოსასვლელის კარი არ ჩაკეტა?
ხმაურზე მალევე გაეღვიძა ... კართან თვალების ფშვნეტვით მივიდა შემდეგ იქვე დაგდებული მაისური აიღო და გადაიცვა კარი გააღო თუ არა ნანა და გიგი მაშინვე ოთახში შემოცვივდნენ საბანი ტანზე ავიფარე და უხერხულად მივაჩერდი მათ..

-გილოცავთ გვრიტებოო

ნანა შვილს გადაეხვია ..

-მადლობა ნანა დეიდა

ღიმილით მივუგე..

-იცოდეთ ჩუმად დაქორწინებას მაინც არ გპატიობთ! ახლა კი გავალ გაემზადეთ სახლში გველოდებიან ..

გიგი უბრალოდ ღიმილით მომესალმა და ოთახიდან გავიდა..

სასწრაფოდ გადავიცვი გამზადებული კაბა ნივთები ჩავალაგე და ოთახიდან გავედი..

-აი ჩემი ლამაზმანი რძალიც მოვიდა!

წარმოსთქვა გიგიმ

-წავედით ჰე რაღას ვუცდით !

სახლიდან გავედით ალექსანდრემ ჩემი ბარგი მანქანაში ჩადო და გზას გავუდექით გიგი და ნანა თავისი მანქანით მოგვყვებოდნენ უკან..

Selfish Where stories live. Discover now