იკა&იანა

227 14 27
                                    

როგორციქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე მძღოლს ფული მივაწოდე და თავაზიანი მადლობაც გადავუხადე შემდეგ მისი საფლავისკენ გავეშურე ყველაზე მაღლა და მზიან ადგილზე იყო როგორც მას უყვარდა ვარდები ერთ-ერთ საყვავილეში ჩავაწყე და გვერდით მიწაზე ჩამოვჯექი...ყველაფერი წამიერად ამომიტრიალდა გონებაში ყველა წამი მასთან ერთად გატარებული და ცრემლებმა ჩემდა დაუკითხავად გაიკვალეს გზა ჩემს სახეზე...

-ჰეი პატარა ძალიან მომენატრე,
მინდა აქ იყო ჩემს გვერდით მაგრამ ეს შეუძლებელია..

უფრო ძლიერად ავტირდი ..

-შენი საყვარელი ვარდები მოგიტანე...გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა როგორ ულამაზესაც გამოიყურებოდი ახლაც კი მახსოვს ის შეგრძნება რაც იმ წამებში განვიცადე....

ხელები გაყინულ ქვას მოვხვიე და მთელი სხეულით მივეკარი...

-რატომ მოხდა ეს ყველაფერი?
ჩვენ ხომ ასე ბედნიერები ვიყავით რატომ დამტოვე ?

ბოლო ხმაზე ვღრიალებდი გული საშინლად მტკიოდა ჩემი პირველი სიყვარული მიწაში იწვა  ის აღარ იყო და მის გარეშე ცხოვრება საშინლად მიჭირდა!
ჩემი წითური ლამაზმანი...
რომ არა ეს საშინელი დაავადება დღეს ჩვენ ერთად ვიქნებოდით.
არვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში ,უეცრად უკნიდან ვიღაცის ხელის დადება ვიგრძენი ის ნაზად შემეხო მხარზე შევკრთი,

-ყველაფერი გაივლის დაწყნარდი გთხოვ...

ხმა მეცნო ეს ეკას უმცროსი ძმა იყო ირაკლი.. მისკენ რომ შევტრიალდი დავინახე მასაც ვარდების თაიგული ეჭირა ხელში ყვითელი და თეთრი ვარდები ....
ფეხზე წამოვდექი და უკან დავიხიე  ირაკლმ მეორე საყვავილეში ჩააწყო ვარდები... ძალიან ცდილობდა ცრემლების შეკავებას მაგრამ არ გამოუვიდა...გულში ჩამიკრა და შემდეგ ისევ თავის დის საფლავს მიუბრუნდა..

-დაო ხედავ შენი ქაჯი შეყვარებულიც აქ არის ორივეს ძალიან გვენატრები...

Selfish Where stories live. Discover now