შეხვედრა

1.1K 45 17
                                    

ტელეფონის ბზუილი მაწყვეტინებს ახალ პროექტზე მუშაობას, უცხო ნომერია, ვთიშავ, არ მინდა იდეა დავკარგო, მაგრამ ვუთიშავ თუ არა რამდენიმე წამში ისევ მესმის მისი ბზუილი. ნეტავ ვინ უნდა იყოს? ვპასუხობ უცხო ნომერს და მესმის გოგოს ხმა, საიდანღაც მეცნობა მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს.
- გისმენთ? - ვპასუხობ
- შენი ძველი მეგობრის ზარს რა მიზეზით არ უპასუხე? - მტუქსავს
- უკაცრავად გიცნობთ?
- განა ამდენი ხანი გავიდა რომ ვერ მცნობ ლინა? ნინი ვარ შენი კლასელი სულელო - მისგან ზარს არასდროს მოველოდი
- ჰეიი ნინ როგორ ხარ? ბოდიში ვერ გიცანი და ჰო ალბათ მართლაც დიდი დრო გავიდა - მაგრამ გამიხარდა ძველი მეგობრისგან მოკითხვა
- ამერთხელ გაპატიებ თუ ხვალ საღამოს კლასის შეხვედრაზე მოხვალ.
- მოიცა სად?
- კლასის შეხვედრაზე. დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ რაც ერთმანეთი ბოლოს ვნახეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ შევიკრიბოთ და საღამო ერთად გავატაროთ. ხომ მოხვალ?
- ამმ მე არ ვიცი, სამსახურში ძალიან დაკავებული ვარ.
- შანსი არაა უარი არ მიიღება
- მაგრამ მე უნ... - მაწყვეტინებს
- არანაირი მაგრამ მოხვალ გასაგებია? - ვიცოდი რომ მასთან შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, ის ყოველთვის ძალიან ჯიუტი იყო.
- კარგი ნინ მოვალ.
- მშვენიერი. მისამართს და დროს მოგწერ და იცოდე მართლა მოდი თორე სადაც გიპოვი იქვე მოგკლავ.
- ჰაჰაჰა კარგი ნინ კარგაად - ვუთიშავ თუ არა ჩემს მდივანს ვეძახი, ისიც ეგრევე შემოდის.
- ხვალ საღამოს რომ შეხვედრა მქონდა დამპროექტებელ ჯგუფთან დღეს საღამოს გადმოიტანე თუ შესაძლებელია.
- დიახ დირექტორო - საყვარლად გამიღიმა
- რამდენჯერ უნდა გითხრა რომ დირექტორს ნუ მეძახი, უბრალოდ ლინა. თან ჩვენს მეგობრები ვართ არაა? - ხუმრობით ვტუქსავ
- კარგით დირ... ლინა - კაბინეტიდან გადის. ჩემი სამუშაო დღე დასრულდა, ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და უბრალოდ ხუთი წუთი მაინც დავისვენო, კომპანიის მართვა მართლაც საშინლად დამღლელია. როგორც იქნა სახლში ვარ. შხაპი მივიღე და გამოვიცვალე.
ვახშმობას ვაპირებდი მაგრამ კარზე ზარმა შემაწყვეტინა. ამ დროს ვინ უნდა იყოს თუ არა ჩემი საუკეთესო დაქალი დეტექტივი ლოლა. ვაღებ თუ არა ეგრევე სახლში ასე ვთქვათ შემორბის და მსაყვედურობს.
- ტელეფონის სად ჯანდაბაში გაქვს? მილიონჯერ დაგირეკე შენ კი არცერთხელ მიპასუხე.
- მირეკავდი? ალბათ ვერ გავიგე.
- მეგონა რამე დაგემართა - ვატყობ რომ ჩემზე ინერვიულა.
- კარგი რა ლოლა რა უნდა დამმართნოდა - ალბათ მასზე დეტექტივობა ზედმეტად მოქმედებს.
- ვიფიქრე მოგიტაცეს ან უარესი სასიკვდილოდ გაგიმეტეს - ეს და მისი ფანტაზიები.
- არ ფიქრობ რომ სამსახური შენზე დიდ გავლენას ახდენს? ზედმეტსაც კი - და ისე შემომხედა თითქოს ჩემს ციხეში გამოკეტვას აპირებდეს.
- გაიმეორე
- კარგი ბოდიში, ბოდიში უბრალოდ ბევრი საქმე მქონდა და შეიძლება ვერ გავიგე - თავი ჩავხარე, რადგან შემრცხვა რომ ვანერვიულე. დედასავითაა მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც ორი წლით დიდია ჩემზე. უცებ ვგრძნობ რომ ის მეხუტება
- მეც გიხდი ბოდიშს ხმას ავუწიე, უბრალოდ ვინერვიულე რადგან ჩემთვის პატარა დასავით ხარ - მეც მაგრად მოვეხვიე.
- კარგი, როგორი დღე გქონდა? - თემა შევცვალე თორე ორივე ავტირდებოდით და საბოლოოდ გამოვთვრებოდით.
- როგორც ყოველთვის, დამღლელი. ერთი ტიპი მოიყვანეს დღეს და თურმე თავი იმიტომ დააჭერინა რომ მოვწონვარ - ლოლა მართლაც რომ ლამაზია, მიმზიდველიც. მაღალი, გამოყვანილი ტანი და ლამაზი თმა.
- რა გიკვირს, მე რომ მამაკაცი ვიყო ალბათ იგივეს გავაკეთებდი - და აი უცებ მან ხუმრობით წამომარტყა.
- ხმაა
- კარგი კარგი ჩუმად ვარ.
- შენზე რას იტყვი?
- იმას თუ არ ჩავთვლით რომ ძველმა კლასელმა დამირეკა, დამემუქრა რომ თუ ხვალ კლასის შევხედრაზე არ მივალ მომკლავს მაშინ მეც დამღლელი დღე მქონდა.
- ვინ? სახელი, გვარი - ხო დამავიწყდა ის ხომ დეტექტივია
- ნუ აზვიადებ - გამეღიმა მის მზრუნველობაზე
- ვხუმრობ, მერე რას აპირებ?
- რათქმაუნდა მივდივარ სხვა გზა არც მაქვს - როგორ არა შემიძლია უბრალოდ არ მივიდე, თან ისიც იქ იქნება.
- მაგრამ მას ნახავ
- ვიცი, მაგრამ ყოველთვის თავს ვერ ავარიდებ, ერთ დროს შესანიშნავი დაქალი იყო.
- კარგი, შენი გადასაწყვეტია - ადგა და სამზარეულოში გავიდა
- ლინაა მშიააა
- მოვდივაარ.
მეორე დღეს როგორც ყოველთვის ჩემი რუტინა გავიმეორე და სამსახურში წავედი. ისევ დამღლელი დღე და ბევრი საბუთები. საშინლად გამოფიტული ვარ მაგრამ უნდა წავიდე. ნინიმ შეტყობინებაც გამომიგზავნა დღეს შვიდზე ვიკრიბებით რესტორანშიო.
სამსახურიდან პირდაპირ მანდ წავედი, მიხარია რომ მათ ვნახავ მაგრამ მისი ნახვა მაინც მომიწევს, ლიზას. შევედი მაგრამ ისინი ვერსად ვიპოვე ბოლოს დავურეკე.
- ნინ მოვედი და სად ხართ? ვერსად გიპოვეთ.
- არ მითხრა რომ ის სექსუალური გოგო რომელიც შემოსასვლელთან დგას, მაღალქუსლებში შენ ხარ - რაო?

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now