მხოლოდ ბიზნესპარტნიორი

462 29 2
                                    

კომპანიაში მისვლისთანავე მომტირალი ანანო დამხვდა
- ქალბატონო ლინა, გთხოვთ არ გამათავისუფლოთ, ძალიან გთხოვთ - მითხრა ათრთოლებული ხმით. ღმერთო ნეტავ რა მოხდა
- ანანო დამშვიდდი, არავინ აპირებს შენს გათავისუფლებას და ამას საერთოდ რატომ ამბობ, მომიყევი რა მოხდა - ამ საუბრის განმავლობაში როგორ ავედით ჩემს კაბინეტში ვერ მივხვდი. ანანომ ჩემს წინ დაიკავა ადგილი, ვატყობ შეშინებული და ანერვიულებულია, ეს ყველაფერი მიუთითებდა მის მოცახცახე სხეულზე. მასთან მივედი, ხელები ჩავკიდე და ვანიშნე რომ დაეწყო მოყოლა.
- დილით როგორც ყოველთვის ადრე მოვედი, ბატონი ანდრიაც იყო მოსული. საბუთებს ვალაგებდი და მან მთხოვა რომ მისთვის ყავა გამეკეთებინა. ასეც მოვიქეცი და ყავის შეტანისას ფეხი გამიცურდა და მდუღარე ყავა ბატონ ანდრიას გადავასხი. მან კი ყვირილი დამიწყო რომ თურმე მე ამით მის შებმას ვცდილობ, მაგრამ დირექტორო მე მართლა შემთხვევით მომივიდა, გთხოვთ დამიჯერეთ. გუშინ როცა კომპანიიდან სახლში ვბრუნდებოდი ფეხი გადამიბრუნდა და სიარულისას ცოტა მტკივა სწორედ ამის ბრალია დღევანდელი ინციდენტი - ამ ყველაფერს თავ ჩაღუნული მიყვებოდა, აშკარაა სრცხვენოდა მაგრამ სასირცხვილო არაფერია, მეტის ღირსიც იყო ანდრია. პირველი ჩემი მდივანი შეაწუხა და ყავის მოდუღება სხთოვა, საკუთარი არ ჰყავს?! მეორე შეურაცხყოფა მიაყენა და მესამეც ის ფაქტობრივად იმ ძუკნებს შეადარა კლუბში რომ მასთან ერთობიან. ამან ძალიან გამაბრაზა, საშინლად გავმწარდი. მას რა უფლება აქვს ჩემს მდივანს ასე მოექცეს, ამას არ შეგარჩენ ბატონო ანდრია. ანანოს შემხედვარე უფრო გავბრაზდი, სულ ათრთოლებული იყო.
- ანანო დამშვიდდი არ ვაპირებ შენს გათავისუფლებას არაფრის გამო.
- კი მაგრამ მე ბატონ ანდრიას ყავა გადავასხი და თანაც მან თქვა რომ ჩემს გათავისუფლებაზე დაგელაპარაკებოდათ - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ცრემლი ჩამოუგორდა.
- მისმინე, შენი ბრალი არაფერია.
მან გთხოვა ყავის მოდუღება როცა შენ მისი მდივანიც არ ხარ, მეორე შეურაცხყოფა მოგაყენა და მესამე მე ამას ასე არ დავტოვებ - კაბინეტიდან უნდა გავსულიყავი რომ ანანომ შემაჩერა.
- გთხოვთ არ გინდათ ქალბატონო ლინა, მას ეგონება რომ თქვენთან პრეტენზიებით მოვედი მის მიმართ - აშკარაა ანდრიასი ძალიან ეშინია.
- ქალბატონო ლინა არა მხოლოდ ლინა და შენ შეიძლება არა მაგრამ მე მაქვს პრეტენზიები მის მიმართ და თან საკმარისად ბევრი... აქ დარჩი და შეეცად დამშვიდდე, არავინ გათავისუფლებს - მისი კაბინეტისკენ გავემართე. გამწარებულმა სწრაფად შევაღე კარი მაგრამ წინ დახვედრილმა სცენამ სულ დამაბნია, დამავიწყა დღევანდელი ინციდენტი და ბრაზის გრძნობაც უკვალოდ გაქრა. ანდრია წელსზემოთ შიშველი იყო.

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now