ნუთუ რეალურად მოხდა?

384 27 9
                                    

ანდრია POV

როგორც იქნა ის ჩემს მკლავებშია, ვერ უარვყოფ იმ ფაქტს რომ მასზე სიგიჟემდე შეყვარებული ვარ. დღეს წვეულებაზე ლინა ისე სექსუალურად გამოიყურებოდა, ტანზე მომდგარი კაბა რომელიც მის სხეულს უფრო მიმზიდველს ხდიდა, თავის შეკავება ძლივს შევძელი, ჯანდაბა მის გამო რამის ამიდგა კიდეც. მის გვერდით უცხო მამაკაცის დანახვამ კი მიმახვედრა რომ ლინა ჩემი უნდა გამხდარიყო, ვერ დავუშვებ მის გვერდით სხვა ნაბიჭვარი წარმოვიდგინო, ამის გაფიქრებაზეც კი ვღიზიანდები. ვგრძნობდი როგორი დაძაბული იყო მთელი წვეულების და ჩვენი ცეკვის განმავლობაში, ჩვენი ცეკვა ჯანდაბა ისე მსიამოვნებდა მისი სიახლოვე მინდოდა იმ მომენტშივე დამესაკუთრებინა. ცეკვის დასრულებისთანავე ისე უცბად გაუჩინარდა ვერ გაეგო მისი ულამაზესი ყელიდან როგორ ჩამოსრიალდა უბრალო მაგრამ დახვეწილი ყელსაბამი, უკან არ გავყოლილვარ მინდოდა ყელსაბამი წყნარ გარემოში დამებრუნებინა, იქ სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით. ეხლა კი ლინა კედელზე აკრული ჩემს მკლავებში მყავს, ისე ჩვეულებრივ ვუყურებ ამ ფაქტს თითქოს სულ რამდენიმე წამის წინ მის ტკბილ ტუჩებს არ ვაგემოვნებდი. ახლა კი ორივე ღრმად ვსუნთქავთ...  თვალების გახელა კი არცერთს არ გვინდა. 

- ხედავ პატარავ რას მიკეთებ? - არაფერი უთქვამს, უბრალოდ ღრმად სუნთქავდა.

- ხედავ პატარავ რას მიკეთებ? - არაფერი უთქვამს, უბრალოდ ღრმად სუნთქავდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.



ლინა POV

იმაზე განსხვავებული იყო ვიდრე წარმოვიდგენდი. ერთი ხელით ლოყაზე მეფერებოდა, მეორე კი ისევ წელზე ჰქონდა შემოხვეული. ვნებიანად მკოცნიდა, ჩვენი ტუჩები ნელა მოძრაობდნენ, სინქრონიულად. მისი ხელი რომელიც ლოყაზე მედო ახლა უკან კისერზე გადაენაცვლა კოცნის გასაღრმავებლად. კისერზე შემოვხვიე ხელები, ჩვენი სხეულებიც კი იკმაყოფილებდნენ წყურვილს. კოცნა უფრო ინტენსიური გახდა, ხოლო სუნთქვა უფრო მძიმდებოდა. ვგრძნობდი როგორ მეწვოდა მთელი სხეული რომელიც მისი შეხებით იყო გამოწვეული. მისი ტუჩები ისეთი რბილი იყო... მისი პიტნის სუნი და გემო კი უფრო მაგიჟებდა...

ბოლო როცა ჰაერი აღარ გვეყო ერთმანეთს მოვშორდით

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბოლო როცა ჰაერი აღარ გვეყო ერთმანეთს მოვშორდით. მძიმედ ვსუნთქავდით, ვცდილობდით მის დარეგულირებას მაგრამ უშედეგოდ, მოსალოდნელიც კი იყო ასეთი დაუვიწყარი მომენტის შემდეგ. არ ვიცოდი რა მექნა, მასზე შეხედვასაც ვერ ვბედავდი, ბოლო როგორც იქნა ავხედე რადგან ის ჩემზე ბევრად მაღალი იყო. მისმა ხელმა წელიდან ნიკაპზე გადაინაცვლა და თვალებში ჩამხედა. 

- ხედავ პატარავ რას მიკეთებ? - ხმა არ გამიცია, ვერ გავბედე.

- რატომ არ მიყურებ? - მკითხა იმავე სექსუალური ხმით.

- მე... მე... - არ ვიცოდი რა მეთქვა, ამიტომ უბრალოდ მზერა დავუბრუნე.

- შენ რა?

- ძალიან სამარცხვინოა, შენ ალბათ ახლა ნანობ... - ვთქვი დაბალი ხმით.

- არა, ალბათ ეს საუკეთესო კოცნა იყო რაც კი ოდესმე ვინმესთან მქონია, ამისთვის კი პატარავ არ უნდა გრცხვენოდეს - ამ სიტყვების გაგონებისას თვალებში ჩავხედე, გულწრფელი იყო.

- შენ პატარავ, ნანობ? - მკითხა

- არა - გულწრფელობა დავუბრუნე.

- კარგია, არც უნდა ნანობდე - ტუჩებთან ამოიჩურჩულა და ოთახი დატოვა ამასთანავე მეც შოკირებული. რა ჯანდაბა მოხდა? მან თქვა რომ კოცნა არ უნანია?! კარგი, დამშვიდდი ლინა, დამშვიდდი. ოთახიდან ჯერ კიდევ შოკირებული გამოვედი მომხდარით. კოცნის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი, გარშემომყოფებს ისე ვაიგნორებდი ალბათ მათ არსებობაში ეჭვიც კი შეეპარათ. მთელი დარჩენილი საღამო ჩემი გონება კოცნით იყო დაკავებული. ეს იყო ისეთი ინტენსიური, ვნებიანი და სექსუალური, არასდროს მიფიქრია რომ ასე მაკოცებდა. ლოლას დაიგნორების, სახლში მისვლის და გრილი შხაპის შემდეგ საძინებელში გავედი იმ იმედით რომ ძილი მეღირსებოდა მაგრამ ამით ვის ვატყუებ. ლოგინში შევწექი, თავიდან ფეხებამდე საბანი  გადავიფარე და დაძინება ვცადე, მაგრამ ეს კოცნა.....!!!

ალბათ რამდენიმე საათი გავიდა, ამაზე ფიქრში ტუჩებს ვკბენდი. არ ვიცი როდიდან ვწევარ ლოგინში, ალბათ გათენდა კიდეც, ჯანდაბა ლინა რატომ იქცევი ასე? ალბათ იმიტომ რომ პირველად მაკოცა ვიღაცამ ასე, მაგრამ კოცნა ხომ ნორმალურია, არა არა ასეთი არა. ნუთუ რეალურად მოხდა???


წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now