კონფერენცია და ის

633 35 14
                                    

     ხელები წელზე შემომხვია და ახლოს მიმიზიდა, დავიბენი, ჩემს სახესთან მოახლოება დაიწყო, თან თვალებში მიყურებდა და ბოლოს უნდა ეკოცნა რომ უკან დავიხიე. რატომ ლინა? ეს რატომ გააკეთე?
წასვლას ვაპირებდი მაგრამ გზა გადამიღობა და კედელთან მიმიწყვდია, ხელები დამიჭირა და თავის დაღწევის ყველა საშუალება გააქრო.
     - არასდროს, არასდროს გაბედო და ზურგი შემაქციო, გასაგებია?! - ხმას ვერ ვიღებდი
     - გასაგებია მეთქი?
     - გ-გასაგებია
     - ახლა კი სად გავჩერდით - ისევ მოახლოება დაიწყო, არ ვინძრეოდი რადგან ეს მეც მინდოდა, საშინლად მინდოდა. უნდა ეკოცნა მაგრამ თვალები გავახილე. ოხ ეს მაღვიძარა, რათქმაუნდა ლინა სიზმარი იყო. აბა რა გეგონა მართლა გაკოცებდა? მაგრამ ესეთი სიზმარი რატომ დამესიზმრა? ანდრია რატომ დამესიზმრა? ნუთუ მომწონს? არა არა კი ადრე მომწონდა მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ფიქრები უცებ გავფანტე, ავდექი და მოვემზადე. დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი კომპანიის მომავალს. კომპანია ,,ასტროსთან" ვაფორმებთ ხელშეკრულებას ბიზნეს პარტნიორობასთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის დიდი მოგება იქნება რადგან ვაღიარებ ეს კომპანია ძალიან წარმატებულია მარკეტინგულ სფეროში. გენერალურ დირექტორზე არაფერი მსმენია, ალბათ იმიტომ რომ არასდროს დავინტერესებულვარ, მაგრამ რატომღაც უცნაურად ვგრძნობ თავს ალბათ სიზმრის ბრალია. სამზარეულოში შევირბინე და ერთ ვაშლს დავტაცე ხელი, მანქანაში ჩავჯექი და კომპანიისკენ წავედი.
შევედი თუ არა ჩემი მდივანი დამხვდა, გრაფიკით ხელში და დღევანდელი დღის გეგმები მომახსენა.
     - ლინა, კომპანიასთან შეხვედრა შუადღის თორმეტზე გაქვთ, მანამდე კი მნიშვნელოვან საბუთებს უნდა მოაწეროთ ხელი და უნდა გადახედოთ დამპროექტებელი ჯგუფის მიერ შექმნილ დიზაინს. - მიხარია რომ დირექტორის ნაცვლად საკუთარ სახელს მეძახის.
     - გასაგებია, როგორც იქნა დირექტორის ნაცვლად სახელით მომმართე, მიხარია - გავუღიმე, ის კი დაიმორცხვა როგორი საყვარელია. კაბინეტში შევედი და მუშაობას შევუდექი. მუშაობისას ანანო შემოვიდა და შემახსენა რომ შეხვედრა ოც წუთში დაიწყებოდა, დრო ასე მალე გავიდა? ვერც შევნიშნე. ავდექი, საბუთები ავიღე, სარკეში თავი შევათვალიერე და კონფერენციის დარბაზისკენ გავეშურე. ალბათ კომპანია ,,ასტროს" წარმომადგენლები უკვე მოსულები არიან. დარბაზში შევედი და თვალი მოვკარი რამდენიმე უცხო თანამშრომელს ალბათ ესენი უნდა იყვნენ.
     - მოგესალმებით, მე კომპანია ,,გრუპონის" გენერალური დირექტორი ლინა გახლავართ - ხელი გავუწოდე, მაგრამ არ ვიცოდი რომელი იყო გენერალური დირექტორი. ერთი ბიჭი კი წინ გამოვიდა და ხელი ჩამომართვა
     - მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ლინა, მე კომპანია ,,ასტროს" დამპროექტებელი ჯგუფის წინამძღოლი გიორგი გახლავართ - მაგრამ დირექტორი სადაა? არ ეკადრება დროზე მოსვლა?
     - ჩემთვისაც სასიამოვნოა ბატონო გიორგი და გთხოვთ უბრალოდ ლინა დამიძახეთ - თითქოს მან ჩემი ფიქრები წაიკითხა როცა მიზეზს ვარკვევდი თუ რატომ არ არის დირექტორი ადგილზე.
     - ბოდიშს გიხდით დირექტორს ცოტა შეაგვიანდა და მერწმუნეთ რამდენიმე წუთში აქ იქნება -  ზუსტად ამ წამს კარი ვიღაცამ შემოაღო და ყველას ყურადღება მიიპყრო.

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWaar verhalen tot leven komen. Ontdek het nu