პაემანი ნაწილი 1

248 19 8
                                    

ანდრია 7 საათზე გამომივლის, არ ვიცი რა მოხდება ან სად წავალთ, მან ბრალოდ მითხრა რომ ლამაზად ჩამეცვა განსაკუთრებით მისთვის, იდიოტი. სახლში ვარ 5 საათი ხდება, უკვე ვიბანავე და არ ვიცი რა ჩავიცვა, ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია. პაემანზე არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად არც ვიცი რა გავაკეთო. ღმერთო, როგორი დაბნეული ვარ. ტელეფონი ავიღე და ლოლას დავურეკე, მანაც რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ მიპასუხა.

- ლოლა მიშველე -დავიწუწუნე

- რა ხმა გაქვს? რა გჭირს? - ხმაში ნერვიულობა შეეტყო

- არ ვიცი რა გავაკეთო, დაბნეული ვარ. ანდრიამ პაემანზე დამპატიჯა და არ ვიც... - შემაწყეტინა

- რა ქნაააააა? - დაიკივლა

- ღმერთო, ყურები. ჩემს დაყრუებას ცდილობ დეტექტივო?

- ანუ კვერცები ეყო? - ისევ ეს კვერცხები, ხანდახან როგორ მინდა ფსიქიატრთან მიგიყვანო

- ლოლა?! - ჩაიხითხითა

- და მე რაში გჭირდები? ეხლა არ მთხოვო წამომყევიო, ნაღდად არ მინდა ჩემი ქალიშვილი თვალები გავრყვნა - ეხლა ეს რა თქვა, მოიცა ქალიშილიო?! ვის ატყუებ?

- რას ამბობ? შენ.. შენ...

- რააა? ყოველი შეხვედრის დროს მაიმუნობთ და ღმერთმა არ იცის რას აკეთებთ?

- მორჩი? მეჩქარება იციი... კაბა უნდა ამარჩევინო. 10 წუთში აქ დაერჭვე - გავუთიშე და მაინც დავიწყე ტანსაცმლის არჩევა მიუხედავად იმისა რომ ვიცი ვერაფერს ავარჩევდი. მგონი 10 წუთზე მეტიც გავიდა რაც უაზროდ დავბოდიალობ, დრო მიდის მარა არანაირი შედეგი. კარზე ზარია, გავუღე თუ არა დატვირთული ლოლა შემოფრინდა სახლში. მოვკლავ თუ კიდევ სასუსნაო მოიტნა ჩემს დასაცინად.

- ლოლა მანდ რა გაქვს?

- შენც გამარჯობა, გმადლობ კარგად ვარ. აი შენ კი კარგად ყოფნის არაფერი გეტყობა - დამაიგნორა. წარბი ავუწიე და უკვე მიხვდა რო ვერ გამომაპარებდა.

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now