ტკივილნარევი წარსული

544 32 2
                                    

ვგრძნობ თუ როგორ მეხება რაღაც საოცრად თბილი და ფაფუკი შუბლზე და შემდეგ მთლიან სახეზე. თვალების გახელას ვცდილობ მაგრამ ამისთვის ზედმეტად სუსტად ვარ, უბრალოდ მინდა ცოტახანს დავისვენო და არაფერზე ვიფიქრო. ბოლო წუთს უნდა ჩამძინებოდა მაგრამ შორიდან, ბუნდოვნად ჩამესმა სიტყვები, რომლებმაც ჩემი გულისცემის აჩქარება გამოიწვიეს.
- ძალიან შემაშინე პატარავ. როცა დაგინახე თუ როგორ უსუსურად ჩამივარდი ხელებში სამყარო თავზე დამენგრა. ჯანდაბა აღარასდროს მინდა ამ მდგომარეობაში გნახო, ზედმეტად ძვირფასი ხარ გესმის?
გთხოვ თავს გაუფრთხილდი, ჩემთვის გააკეთე ეს პატარავ... - ბოლოს კიდევ რაღაც თქვა მაგრამ მისი გაგება ვერ მოვასწარი. თითქოს ნაცნობი ხმა იყო, მინდოდა გამეგო ამ სიტყვების ავტორი მაგრამ თვალები დამიმძიმდა და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
ამ სიტყვების ავტორი ანდრია გახლდათ და რაღაც ფაფუკი შეხება ლინას შუბლზე ეს მისი კოცნა იყო, სადაც ჩაქსოვილი იყო მისი მთელი გრძნობები მის მიმართ, დიახ ანდრიას გააჩნდა ღრმა გრძნობები ლინას მიმართ, რომელიც აიძულებდა მის დაცვას, მის გაბედნიერებას, გაღიმებას, შეხებას, კოცნას... ამ გრძნობას სიყვარულს ვუწოდებთ. ანდრია კი ამ გრძნობას უკვე წლებია ებრძვის, სკოლის პერიოდიდან, ლინას გაცნობის პირველივე მომენტიდან, მაგრამ მან ამის აღიარება ვერ შეძლო...
ლინას პანიკური შეტევის შემდეგ, ანერვიულებულმა ანდრიამ ის ეგრევე საავადმყოფოში წაიყვანა, ის შიგნიდან განადგურებული იყო და თავს იდანაშაულებდა რადგან მისი დაცვა ვერ შეძლო. დაძაბული იდგა პალატის კარის წინ და ელოდა ექიმი როდის გამოვიდოდა და ლინას მდგომარეობას ეტყოდა.
ექიმი გამოვიდა თუ არა ანდრია ეგრევე მის წინ გაჩნდა.
- ექიმო ლინა როგორ არის?
- დამშვიდდით, სანერვიულო არაფერია თქვენი ცოლი კარგად არის. დამამშვიდებელი გავუკეთეთ და ახლა სძინავს. მისი ეს მდგომარეობა გამოიწვია პანიკურმა შეტევამ, რომელიც შიშის ფონზე განხორციელდა. ასევე მინდა ავღნიშნო თქვენი ცოლის ფიზიკური მდგომარეობა, მისი ორგანიზმი დასუსტებულია, როგორც საჭირო ნივთიერებების და ვიტამინების ნაკლებობით, ასევე სხეულის წონით.
ეს გამოწვეულია არასწორი და არასაკმარისი კვებით, ამიტომ გთხოვთ აკონტროლეთ რომ დროულად და კარგად იკვებოს.
- დიახ ექიმო, გმადლობთ - ყურადღება არ მივაქციე როდესაც ექიმმა ლინა ჩემი ცოლის ამპულაში მოიხსენია, ერთადერთი მისი ნახვა მინდოდა. შევაღე პალატის კარი და დავინახე მისი სუსტი სხეული რომელსაც მშვიდად ეძინა. მივუახლოვდი, მისი პატარა ხელი ჩემსაში მოვაქციე და ნაზად ვაკოცე. ვცდილობდი არ გამეღვიძებინა, მასთან ახლოს ჩამოვჯექი და მისი უკეთ შესწავლა დავიწყე, მიუხედავად იმისა რომ მისი თითოეული ნაკვთი ვიცოდი. დაუფიქრებლად სახეზე მოვეფერე და შუბლზე ნაზი კოცნა დავუტე.

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now