თითქმის კოცნა

486 32 10
                                    

თვალებს საკუთარ ოთახში ვახელ მაგრამ ზუსტად მახსოვს ბოლოს კაბინეტში რომ ვიყავი. ვინ მომიყვანა? არა ჩემით არ მოვსულვარ დარწმუნებული ვარ. უნდა ავმდგარიყავი მაგრამ ვგრძნობ ფეხები შიშველი მაქვს და მოიცა პიჟამო მაცვია?! რა? ვინ ჯანდაბამ გამომიცვალა. ქვევით ჩავედი იმის იმედით რომ ვინმე დამხვდებოდა, სახლი მოვათვალიერე და ბოლო სამზარეულოში უნდა შევსულიყავი რომ მაღალი ფიგურა შევნიშე რომელიც საჭმელს ამზადებდა? შემეშინდა, მივუახლოვდი როცა შემობრუნდა და ანდრია შემეფეთა. ჯანდაბა ის აქ რას აკეთებს?
- შენ აქ რა გინდა?
- თავს როგორ გრძნობ? - როგორც ყოველთვის დამაიგნორა, მოიცა მას არ მოვუყვანივარ და მითუმეტეს არ გამოიცვლია ჩემთვის ხო?
- შეგეკითხე აქ რა გინდა თქო? - ამათვალიერა და ტუჩები გაილოკა, ჯანდაბა პიჟამოებით ვარ.
- კომპანიაში თავს ცუდად გრძნობდი ამიტომ სახლში მოგიყვანე - ანუ მართლა მან გამომიცვალა, სამყაროს ასე ვძულვარ?
- ანუ შენ... შენ გამომიც..
- კი, ლინა მე გამოგიცვალე.
- ვინ მოგცა უფლება? - ხმის ტონს ავუწიე, ამ დროს კი თვალები ჩაუშავდა, სულელო ეს არ უნდა გეთქვა.
- ხმას დაუწიე, სულ ოფლში ცურავდი სხვა გზა არ მქონდა.
- მაგრა... - მომიახლოვდა, სიტყვის დასრულებაც არ მაცადა, ნიკაპზე ხელი მომკიდა, ამაწევინა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა.
- და კიდევ პატარავ აღარ გაბედო და მეორედ ხმას აუწიო, გასაგებია?! - თავი დავუქნიე
- სიტყვები პატარავ
- გასაგებია.
- კარგი გოგო ხარ - ხან ჩემს ტუჩებზე მიმზერდა ხან თვალებში მიყურებდა. ნელნელა სახის მოახლოება დაიწყო, სანტიმეტრები აშორებდა ჩვენს ბაგეებს წყურვილის დასაკმაყლფილებლად, თვალები უნებურად მიმეხუჭა. სხეულში ტემპერატურის მოზღვავებას ვგრძნობ, სურვილს, წყურვილს და მას. წელზე ხელი შემომხვია, უფრო მიმიზიდა

 წელზე ხელი შემომხვია, უფრო მიმიზიდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now