ზარი

443 33 3
                                    

ღმერთო! - ლოლამ ისე შეიცხადა გეგონება ხელი სთხოვეს. ისე ამას ერთ დღეს მართლა ხელი რომ სთხოვონ მეშინია პანიკებში არ ჩამივარდეს, ეჰ საწყალი ალექსანდრე. მოკლედ სამზარეულოში ვსხედვართ უფრო სწორად მე ვზივარ ის კი მაგიდას და მე კრუგებს ურტყავს.
- ლოლა არ მომკვდარვარ, დაჯექი
- ბატიბუტით სავსე ჯამი მაგიდის შუაგულში დადო და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. ჯერ კიდევ აღფრთოვანებულია იმის მერე რაც ანდრიასთან თითქმის მომხდარი კოცნის ამბავი მომაყოლა. დაჟინებით მიმზერდა და ბატიბუტს პირში პირდაპირი მნიშვნელობით იტენიდა, იქნებ დაიხრჩო.
- ანუ... ანუ რა გამოდის უნდა ეკოცნა მაგრამ ხელი მე შეგიშალეთ?
- არა პირიქით გადამარჩინე და აი მაგრად მიყვარხარ ამის გამო - მისკენ გავიწიე უნდა მეკოცნა როცა ადგილზე დამაბრუნა.
- გადაგარჩინე?
- დიახ, ნამდვილად არ მქონდა სურვილი მისთვის მეკოცნა - ეჰ ლინა ვის ატყუებ ამით?
- დავიჯერო?
- სავსებით.
- სულ ცოტათი მაინც არ გინდოდა მისთვის გეკოცნა? დარწმუნებული ვარ უკვე წარმოიდგინე ან უკეთესი დაგესიზმრა როგორ დაეწაფე მის ბაგეებს - ბოლო სიტყვების თქმისას წარბები მაღლა აზიდა და გადაიხარხარა. სანამ გაწითლებას მოვასწრებდი ბატიბუტი ჩავთხარე პირში.
- მოკეტე - მზერა ავარიდე. მომაშტერდა.
- მოიცა რატომ არ მიყურებ? შენ რა დაგესიზმრა?
- ა..არ..არააა - ჯანდაბაშიც წასულხარ ლინა დადიანო.
- ღმერთო ჩემო - ისევ შეიცხადა, შემდეგ კი ცინიკური გამომეტყველება აიკრო სახეზე.
- თუ გინდა ცოცხალი დარჩე დეტექტივო მოიშორე ეგ გამომეტყველება სახიდან - აღარაფერი უთქვამს ხელები დანებების ნიშნად მაღლა ასწია და სამზარეულო თავისი საფირმო ღიმილით დატოვა.

დეტექტივი ძლივს გავაგდე, ყოველ წინადადებაში სიტყვა ,,კოცნის" მოხსენიების გარდა არაფერს აკეთებდა. გვიანია, შხაპი მივიღე და ლოგინში ჩავწექი რა დროსაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. დავაიგნორე მეგონა ლოლა იქნებოდა მაგრამ ახლა მისი ბზუილი გავიგე. თვალები გადავატრიალე, უნდა გამეთიშა რომ ეკრანზე არსებულა სახელმა ყურადღების მიპყრობა და გულის აჩქარება გამოიწვია. ანდრია. რატომ მირეკავს? თან ასე გვიან? ან ჩემი ნიმერი საიდანღა აქვს? იქნებ სასწრაფოა და საქმეს ეხება? ამიტომ გადავწვიტე მეპასუხა.
- გისმენთ? - ღრმად ჩავისუნთქე
- ლინა... - მისი წარმოუდგენლად ბოხი ხმა გავიგე რის შედეგადაც რამდენიმე წამის წინ ღრმად ჩასუნთქული ჰაერი წამიწერად აორთქლდა. დამშვიდდი ლინა.
- ბატონო ანდრია, ყველაფერი რიგზეა? ასე გვიან რატომ მირეკავთ?
- უკვე ფორმალურად მიმართვებზე გადავედით ლინა?
- დიახ, ახლოს არ ვართ ამას დამატებული ჩემი ბიზნესპარტნიორი ბრძანდებით - ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
- დღევანდელი კოცნა არ იყო საკმარისი დასაახლოვებლად და ფორმალურად მომართვის გადასაგდებად? - გავშეშდი.
- ბატონო ანდრია თუ იმისთვის მირეკავთ გვიან ღამით რომ ჩვენ შორის თითქმის მომხდარი კოცნის შესახებ შემახსენოთ ყურმილს დავკიდავ - თითქმის სპეციალურად გამოვკვეთე, არ გვიკოცნია.
- რათქმაუნდა არა, ამისთვის არ დამირეკავს. და მართალი ხარ არ გვიკოცნია მაგრამ ეს მალე მოხდება პატარავ - რა თქვა? ვგრძნობ სხეულში ტემპერატურის მოზღვავებას. ხმა ჩამიწყდა ვერაფერს ვამბობ, ჯანდაბა ანდრია. ღრმად სუნთქვა დავიწყე, გული ისე მიცემს ალბათ ანდრიას ტელეფონის მეორე მხრიდანაც ესმის. მისი ჩაცინება გავიგე, დარწმუნებული ვარ სახეზე გამარჯვებულის ღიმილი აქვს აკრული, იდიოტი.
- დაგირეკე იმიტომ რომ შეგახსენო ხვალ საღამოს დაგეგმილი წვეულების შესახებ ჩვენი კონტრაქტის გაფორმების აღსანიშნავად, იმედი მაქვს არ დაგვიწყებია - სიტყვებს თავს ვერ ვუბავ.
- მჰმ
- კარგი, ღამემშვიდობისა ქალბატონო ლინა - გათიშა. ეხლა ვარ ქალბატონი ლინა? რამდენიმე წამის წინ კი პატარა ვიყავი. ძალიან გსიამოვნებს არა ჩემი წვალება ბაგრატიონო?! კარგი, პასუხგაუცემელი არ დარჩები. ღამით თვალი ძლივს მოვხუჭე, ანდრიას სიტყვებს და ხმასაც კი თავიდან ვერ ვიგდებდი. გამთენიისას ჩამეძინა, დილით ადრე გაღვიძება არ მომიწია. დღეს საღამოს წვეულებაა, ამიტომ ერთდღიანი შვებულება აქვს მთელ კომპანიას.
შუადღის 2 საათი იქნებოდა რომ გავიღვიძე. მოვწესრიგდი, ვისაუზმე და ლოლას დავურეკე.
- ლოლაა დღეს საღამოს ხომ გცალია? - წვეულებაზე უნდა წავიყოლო თორემ მარტო ანდრიას გარემოცვაში არ მინდა დავიტანჯო.
- შენც გამარჯობა ლინა - ვგრძნობ თვალები როგორ აატრიალა, უხ ეხლა მანდ ალექსანდრე იყოს, რას გიზავდა ბარბაქაძევ.
- გაგიმარჯოს ჩემო ყველაზე ლამაზო.
- რა გინდა? - ეგრევე მიხვდა, მიცნობს რა.
- დღეს საღამოს ხომ გცალია? თუ არ გცალია გადადე ყველაფერი, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა.
- რეებს ბოდავ
- მოკლედ დღეს წვეულებაა ჩვენს კომპანიაში, გაერთიანებას ავღნიშნავთ და გამოიჩინე შენი პატარა დის მიმართ სიყვარული და მარტო არ გამიშვა.
- მოიცა გინდა მეწყვილედ წამოგყვე? ჩემში უკვე კაცსაც ხედავ?
- არა რა მეწყვილედ, როგორც ოჯახის წევრი რათქმაუნდა.
- როგორ გამოგდის ტკბილი საუბრები, ისე უნდა ავღნიშნო რაც ანდრია გამოჩნა იმის მერე ტკბილად დამიწყე საუბარი, უნდა ვუმადლოდე? - და აი ისევ ანდრია.
- უმადლოდე არა ჩემი ფეხები, სწორედ მის გამო გთხოვ წამოყოლას, ისიც იქ იქნება და გუშინდელი ღამის მერე როგორ შევხედოო - დავიწუწუნე.
- გუშინდელი ღამის? ლინა გაიმეორე რა თქვი? რა გუშინდელი ღამის. როგორც მახსოვს გუშინ შუადღეს შენთან ვიყავი და რაც მოხდა მომიყევი მაგრამ გუშინ ღამე რა ჯანდაბა მოხდა... ო არა... არა... არ მითხრა რომ მასთან იწექი... ლინა დადიანო ანდრიასთან სექსი გქონდა?! - ეხლა ამან რა იბოდიალა.
- ღმერთო არა, რას ბოდავ - დროა ეხლა მე შევიცხადო.
- აბა რა მოხდა გუშინ ღამით დადიანო? - მისი ყბიდან ვერ ამოვალ.
- მოკლედ ერთ საათში აქ გაჩნდი შენი ამალით, ყველაფერს მოგიყვები, თან დროც გავა და საღამოს წვეულებაზე წავალთ.
- მოვდივარ - გამითიშა. ამას ანდრიასა და ჩემს შორის მომხდარი ამბები უფრო ანაღვლებს და აინტერესებს ვიდრე საკუთარი. ეჰ რამე თუ გეშველება ბარბაქაძევ მაგრამ არაუშავს მყავს ვიღაც თვალთახედვაში, იქნებ ჭკუა გასწავლოს.

;) დავბრუნდი

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now