არა ის უფრო მეტია

484 27 2
                                    

ცრემლები მოვიწმინდე და კაბინეტში დავბრუნდი იმ იმედით რომ ანანო იქ დამხვდებოდა, მაგრამ მის ნაცვლად ცარიელი ოთახი დამხვდა. სად წავიდა? თავისი კაბინეტიც ცარიელია. მთელს კომპანიაში ვეძებდი მაგრამ არსად ჩანდა. იმედი მაქვს სამსახურიდან არ წასულა, ჯანდაბა, ავნერვიულდი, თავი ვერ შევიკავე ცრემლებისგან. ანანოს პოვნის პროცესში ანდრია შემეჩეხა, ო არა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს. გვერდი უნდა ამევლო რომ გზა გადამიღობა.
- რა გჭირს? - ბედავს და კითხულობს კიდეც.
- შენი საქმე არაფერი მაგრამ მოიცა უი ხო შენი საქმეა უფრო სწორად შენი ბრალი.
- რას გულისხმობ?
- ჩემს მდივანს ვერსად ვპოულობ და ვფიცავ თუ მან სამსახური დატოვა მწარედ გაზღვევინებ - ისევ და ისევ ცრემლები, მის წინ მყარად უნდა იდგე შენ კიდევ მის წინაშე პატარა ბავშვივით ცრემლებად იღვრები.
- დამშვიდდი, სამსახურიდან არ წასულა. საკონფერენციო დარბაზს ამზადებს, დღეს ხომ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დიზაინერებთან - ეგ სულ გადამავიწყდა.
- შენ საიდან იცი რომ დარბაზს აწესრიგებს? - ცრემლებს ვიწმენდ.
- დარბაზის შესამოწმებლად წავედი და ის იქ დამხვდა, და არ იღელვო შეურაცხყოფა არ მიმიყენებია - ჩაიცინა. ის დავაიგნორე და ეგრევე საკონფერენციო დარბაზისკენ გავემართე, საბედნიეროს ანანო იქ დამხვა.
- ხომ გთხოვე კაბინეტში დაგეცადა არაა?! ჯანდაბა ისე შემაშინე ოთახი ცარიელი რომ დამხვდა, მეგონა, მეგონა რომ სამსახურიდან წახვედი - ყველაფერი ისე სწრაფად მივაყარე ეჭვი შემეპარა გაიგო თუ არა.
- ბოდიშს გიხდით მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ რომელიც ერთ საათში დაიწყება და ყველაფერი მზად უნდა იყოს - სახეში არც მიყურებდა, თავის მაჯის საათს აშტერდებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და ჩამოვჯექი, ბოლო რამდენიმე დღე ჩვეულებრივზე მეტად დამღლელი და სტრესული იყო. უბრალოდ ცოტა დასვენებაზე უარს არ ვიტყოდი მაგრამ როდესაც ასეთ დიდ კომპანიას მართავ შენთვის დასვენების დღე დაბადების დღეს ჰგავს რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება. დაღლილი ვარ, მეძინება და მშია. ჭამა და წამლის მიღება სულ გადამავიწყდა, ოხ ანდრია რას მიკეთებ. ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ვიღაცამ შემანჯღრია.
- ლინა კარგად ხართ? გეძახდით მაგრამ არ განძრეულხართ და სახეზე ფერიც არ გადევთ.
- ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ბოლო დღეები ცოტა გადავიღალე, ნორმალურად არც მიძინია.
- თუ გნებავთ დღევანდელ განრიგს გაგითავისუფლებთ რომ დასვენება შეძლოთ.
- არა, დღევანდელ შეხვედრას ვერ გადავდებთ, პირველი დიდი პროექტია ამ წელს. შეხვედრამდე რა დრო დარჩა?
- ორმოცი წუთი.
- კარგი, ჩემს კაბინეტში ავალ და ანანო გთხოვ ყავა შემომიტანე, ცოტა გამომაფხიზლებს - ვთქვი თუ არა კაბინეტისკენ წავედი. შევედი თუ არა დივანზე წამოვწექი რომ თვალები დამესვენა მაგრამ ვერც გავიაზრე რომ წამებში ჩამთვლიმა.

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now