ისინი შეერთდნენ

646 40 10
                                    

სანამ წაიკითხავდეთ რჩევა იქნება
კითვის პროცესში მოუსმინოთ
zayn, taylor swift - I dont wanna live forever დამიჯერეთ არ ინანებთ....

კომპანიაში შესვლისთანავე ყველას მზერა ჩვენსკენ იყო მომართული, მაგრამ მე მხოლოდ ერთის მაინტერესებდა. წინ გზას ვიკვლევდი, სტუმრებს ვესალმებოდი და თან მას ვეძებდი. მის ყინულისფერ თვალებს ვეძებდი... შევნიშნე... ბართან მასზე უფროს მამაკაცთან ერთად იდგა, მაგრამ აშკარად ჩანს არ აინტერესებდა... ამის ნაცვლად მე მიმზერდა... თავისი ლამაზი თვალებით მიმზერდა რომელიც ჩემს სხეულზე დასრიალებდნენ... ამას ვგრძნობდი... ვგრძნობდი ჩვენს შორის ვნებას რომელიც მისი ყინულისფერი მაგრამ ამავდროულად ჩაშავევული თვალებით იყო გამოწვეული.
მზერა მისი თვალებიდან სხეულზე გადავიტანე, წარმოუდგენლად მიმზიდველად გამოიყურებოდა... უნაკლოდ.

(გავიმეორებ! ფოტოებზე ან gifებზე ასახულ ადამიანებს არ ვიყენებ პერსონაჟების გარეგნობის გადმოსაცემად, მათ ვიყენებ რათა უკეთ გადმოვცე ნებისმიერი ქმედება ან პერსონაჟის რეაქციები

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

(გავიმეორებ! ფოტოებზე ან gifებზე ასახულ ადამიანებს არ ვიყენებ პერსონაჟების გარეგნობის გადმოსაცემად, მათ ვიყენებ რათა უკეთ გადმოვცე ნებისმიერი ქმედება ან პერსონაჟის რეაქციები...
თქვენი წარმოსახვის უნარს მივანდობ მათ გარეგნობას ვიცი რომ ასე უფრო კომფორტულია ;) მაგრამ ვაღიარებ თაე რომ მართლაც საშინლად სიმპატიურია დდ)

მზერა ავარიდე და შევეცადე მთელი ყურადღება სტუმრებითვის დამეთმო, მაგრამ ისევ ვგრძნობდი მის მზერას რომელიც კანს მიწვავდა, სუნთქვას მიკრავდა და გონებას მაკარგვინებდა. ბარისკენ მზერა გავაპარე მაგრამ იქ აღარ დამხვდა, ამოვისუნთქე, კიდევ კარგი თორემ მისთვის რომ შემეხედა ალბათ ჩავიკეცებოდი. ყელი ჩამიშრა, ლოლასთვის უნდა მეთქვა მაგრამ ჩემს გვერდით რომ ვეღარ ვიპოვე, მარტომ ბარისკენ გავემართე. თითქმის მისული ვიყავი რომ წინ ჩემი ასაკის მამაკაცი გადამეღობა საფირმო ღიმილით.
- გამარჯობა ქალბატონო ლინა
- გამარჯობა - ზრდილობის ნიშნად ღიმილი დავუბრუნე. ისევ მწველ მზერას ისევ ვგრნობდი და ვიცი ვისიც იყო, მხოლოდ მას შეუძლია ასე ამაფორიაქოს. ჩემს წინ მდგომმა თავისი თავი წარმიდგინა, საბა, ერთერთი კომპანიის დირექტორის ვაჟი აღმოჩნდა, როგორც ჩანს მისი კომპანიაც იყოს მოწვეული დღევანდელ ივენთზე. პატარა საქმიანი დიალოგი გვქონდა სანამ ცეკვას არ შემომთავაზებდა. უარი უნდა მეთქვა როცა მის უკან ანდრიას სხეულს წავაწყდი რომელიც ჩვენსკენ მოემართებოდა, მოგვიახლოვდა.
- შეიძლება ჩემი მეწყვილე დავიბრუნო? - ცივად მიმართა ანდრიამ რაც არ ესიამოვნა ბატონ საბას მაგრამ ხმის ამოუღებლად დაგვტოვა. წასვლა ვცადე მაგრამ შემაჩერა.
- ვიცეკვოთ? - ხელი გამომიწოდა, მის ლამაზ ხელებს შევხედე და ვიცოდი თუ დავთანხმდებოდი ჯანდაბა არც ვიცი რა მოხდებოდა. მაგრამ გაუაზრებლად ხელები ჩავკიდე.

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now