მოლოდინები

470 22 3
                                    


მეძინა? ერთი წუთიც არა. ჯანდაბაშიც წასულხარ ანდრია ბაგრატიონო, შუა ლანძღვაში ვიყავი როდესაც მაღვიძარამ დარეკა, რისთვის რეკავს უკვე ხომ მღვიძავს ანდრიას წყალობით, არადა დარწმუნებული ვარ მაგ მონსტრმა ტკბილად გამოიძინა.  ძლივს ძლივობით ავდექი, შხაპი მივიღე და გამზადება დავიწყე. და აი ლოლა რეკავს

- ჰეი დეტექტივო

- ჰეი დეტექტივო? სერიოზულად? - დეტექტივი არაა? რა უნდა?

- დეტექტივი არ ხარ?

- ღმერთო ლინა როგორ ნერვებზე მოქმედებ

- რამე დავაშავე? - ღრმად ამოისუნთქა არა სწორი იქნება თუ ვიტყვით ამოიხვნეშა

- დაჟე კითხულობ?

- არც ვიკითხო?

- ვაიმე ლინა!!! გადამრევ, გუშინ სად გაუჩინარდი? - ჯადაბა გუშინ ლოლა სულ გადამავიწყდა

- ჰაჰა დეტექტივო აუქციონერებს ვესაუბრებოდი საქმეზე და ალბათ დრო გამეპარა - არ დაიჯერებს

- ეგრე მოატყუე ბებიაშენი , კარგად გიცნობ ლინა ალბათ იმაზე კარგად ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს, ამიტომ ახლა გეთაყვა თავიდან ამოიგდე ჩემო მოტყუების ყველა საშუალება და დაფქვი - ამ დილაუთენია ამისთვის მზად არ ვაარ.

- შენ ადამიანი ვერაფერს გამოგაპარებს რაა

- დეტექტივი ტყვილად არ გავმხდარვარ - დარწმუნებული ვარ თვალები გადაატრიალა

- ანდრიამ მაკოცა - მივახალე ეგრევე

- მაგარ.... მოიცა რაააააა? - ყურის ბარაბნები გამისკდა

- ჰო - ჩურჩულით ვუთხარი

- მეგონა მაგისთვის კვერცხები არ ჰქონდა

- რა არ ჰქონდა? - კვერცხები?

- ესეთი გამოთქმაა სულელო, ანუ ვიგულისხმე გამბედაობა

- რაღა საჭირო იყო სიტყვა კვერცხების გამოყენება

- ახ დამავიწყდა ჩვენი ლამაზი ლინა ხომ ზედმეტად ნაზია ასეთ თემებში

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now