ანგელოზი🤍

296 14 7
                                    

სიცივე. აქ მხოლოდ სიცივეა, და წამლების მძაფრი სუნი, ვგრძნობ რომ რაღაც მიკეთია ვენაში, ვწევარ და განძრევა არ შემიძლია, მესმის აპარატის ხმა რომელიც ნორმალურია
თვალის გახელა მინდა მაგრამ თითქოს ქუთუთოებზე რაღაც მძიმე მადევს, ვგრძნობ რომ სხეული დასუსტებული მაქვს, პირიც გამომშრალი მაქვს ახლა ერთი ბოთლი წყალი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ არ მესმის არავის ხმა, ამ ოთახში მარტო ვარ სადაც მე და აპარატი ვართ...

გავიგე კარის გაღების ხმა და თავს ძალა დავატანე რომ თვალები გავახილე და როგორც კი გავახილე ეგრევე თეთრი შუქი მომხვდა ამიტომ ისევ დავხუჭე თვალი, შემდეგ კი ნელ-ნელა გავახილე და დავინახე კაცი თეთრებში გამოწყობილი სახეზე კი პირბადე ეკეთა ხოლო ხელში ფურცელი და კალამი ეჭირა, რათქმაუნდა ხელთათმანებიც ეკეთა..

-გამარჯობა _ მომესალმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.

-გამარჯობა _ვუთხარი ჩახრეწილი ხმით და ოდნავ წამოვჯექი საწოლზე.

-რამოდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ_ თქვა სერიოზული ხმით და ახლა შემომხედა.

-კარგით _ვთქვი მორიდებით და დაველოდე მას

-სანამ კითხვებს დაგისვამთ მანამდე გაგეცნობით_ მითხრა და წამოდგა _ კიმ სანი ექიმი _თავი დამიხარა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

- ფარკ ნიკი _ვუთხარი მორიდებულად და მეც თავი დავუკარი პატივსცემის ნიშნად.

- სასიამოვნოა ნიკიტა_ გაეცინა და ახლა კარგად დამაკვირდა.

-ჩემთვისაც_ არ მინდოდა უხერხული სიტუაცია ყოფილიყო ამიტომ ყველანაირად ვეცადე რომ არაფერი შემშლოდა

-კარგი, რატომ სცადეთ თვითმკვლელობა?_ ყველაზე საშინელი კითხვა იყო ეს და ამის მეშინოდა.

თითქოს სამყარო გაჩერდა და ჰაერსაც ვეღარ ვისუნთქავდი ისე როგორც რამოდენიმე წამის უკან, თითქოს ამომიტივტივდა ის ყველაფერი რასაც განვიცდიდი, და აი ახლა კი ცრემლიან თვალებს ვეღარ დავმალავ

მახინჯი სიყვარული...♡Where stories live. Discover now