15

41 5 0
                                    


დღეს თორმეტი მარტია, ისეთი დღე როგორიც მე მიყვარს, და ყოველთვის მიყვარდა...
მზეა და ცივა არ არის ცუდი ამინდი უბრალოდ ცივა.
ასეთ ამინდში მიყვარდა დედას გაკეთებული ბლინები და ლიმნიანი ჩაი. ეს ერთადერთი რამ იყო რაც შვებას მაგრძნბობინებდა...
და ეს იყო ადრე...
დიდი ხნის წინ...

ეხლა კი მე ვარ დედა...
და მიწევს მე ვაგრძნობინო ის ყოველივე სითბო რაც ერთ დროს დედა მე მაგრძნობინებდა.
ალბათ გამომდის.
მაგრამ ჩემს შვილს ბლინი არ უყვარს, სასაცილოა მაგრამ არა!

კარგ დღეს ყოველთვის აქვს ცუდი დასასრული როგორც ვიცით და არც ჩემი ცხოვრება იქნება გამონაკლისი, ჩემი ცხოვრების ერთი დღე..
არ მიყვარს ეს დღე რადგან ცუდად დასრულდება.
და ცუდად დაიწყო კიდეც.
დღეს ხომ სამუშაო დღეა. და მომიწევს ჯონ ჯანგუკი ვნახო.
ეს ისეთი მომაბეზრებელია უბრალოდ სიტყვებით ვერ ავღწერ...

***

-დილამშვიდობის_ მივესალმე ყველა თანამშრომელს, მათაც თავის დაკვრით მომესალმნენ..

-ბატონი ჯონი მოსულია?_ ვიკითხე უემოციო სახით...

-და ეს შენ არ უნდა იცოდე?_ გამომიხტა ვიღაც ჯოხივით წვრილი და ბოტოქსით დაბერილი გოგო ისეთები რომლებსაც შეგვიძლია თავისუფლად ვიწოდოთ <<მეძავი>>

-მაგრამ მე ეხლა მოვედი.._ სიტყვა არ მქონდა დასრულებული კიდევ რომ წამომეჭიმა...

-მერე რა შენ მისი დივანი ხარ და ეს შენ უნდა იცოდე გაუნათლებელო!_ დაიწყო როგორც მათ ჩვევია ისეთი საუბარი. მე რათქმაუნდა დავაიგნორე იგი და ჩემს გზაზე წავედი...

-გაუნათლებელი ბოზი_ გავიგონე უკან რომ მომაძახა, აი ეს კი ძალიან. ცუდი გააკეთა... მისკენ მივბრუნდი და არც მე შევარჩინე სიტყვა.

-ბოზი?_ ზიზღით შევხედე მას.

-რა არ ხარ?_ ვითომ გაოცდა ეს ერთ დლლარიანი.

მახინჯი სიყვარული...♡Where stories live. Discover now